ნინო წილოსანი - ზურა გირჩი ჯაფარიძე, რომელიც საპატიმროდან ძალიან ბედნიერი გამოვიდა და იმედია, დაიკომპენსირა ის, რისი ნაკლებობაც იქ ჰქონდა, ახალი ენერგიით შეუდგება იმ არასწორი საქმის კეთებას, რომელსაც აქამდე აკეთებდა

ზურა გირჩი ჯაფარიძე, რომელიც საპატიმროდან ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი გამოვიდა და იმედია, დაიკომპენსირა ის, რისი ნაკლებობაც იქ ჰქონდა, ახლა ახალი ენერგიით შეუდგება იმ არასწორი საქმის კეთებას, რომელსაც აქამდე აკეთებდა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან ოპოზიციის გაერთიანებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, “რადიკალები ისედაც სულ გაერთიანებულები იყვნენ, უბრალოდ, მათ ძალა არ აქვთ, რომ რაღაც შედეგი აჩვენონ.”

“რადიკალები ისედაც სულ გაერთიანებულები იყვნენ, უბრალოდ, მათ ძალა არ აქვთ, რომ რაღაც შედეგი აჩვენონ. ამიტომ, მათი სურვილი, რომ გაერთიანდნენ, არის ახალი სულის ჩაბერვა იმ უკვე არსებულ გაერთიანებაში, რომელიც სრულიად დისკრედიტებული და ვერაფერს ვეღარ აკეთებენ. რა თქმა უნდა, ზურა გირჩი ჯაფარიძე, რომელიც საპატიმროდან ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი გამოვიდა და იმედია დაიკომპენსირა ის, რისი ნაკლებობაც იქ ჰქონდა, ახლა ახალი ენერგიით შეუდგება იმ არასწორი საქმის კეთებას, რომელსაც აქამდე აკეთებდა. ასევე, მინდა დავამშვიდო ისიც და ჩვენი მოქალაქეებიც, რომ სახელმწიფო სრულად აკონტროლებს სიტუაციას, სადაც ვერავის, მათ შორის ისეთ ძლიერ აგენტურას, როგორიც ისინი არიან, არ ექნება საშუალება, რაიმე სახის, შიდა ან გარე არეულობა გამოიწვიონ”, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ცნობისთვის, კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ რუსთავის ციხე 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ 19 დეკემბერს დატოვა. ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ოპოზიციაში „ერთობის გარეშე არაფერი გამოვა“. გარდა ამისა, კითხვაზე, ყველაზე დიდი სირთულე რა არის ციხეში? - ჯაფარიძემ უპასუხა: "სექსის ნაკლებობა" და იქვე დასძინა: "თუ ვინმე სხვას გეტყვით, ჩათვალეთ, გატყუებთ".

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს