უკრაინამ ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევრო მიიღო

უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტმა ევროკავშირისგან, Ukraine Facility-ის ფარგლებში, 2.3 მილიარდი ევრო მიიღო, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, მთავრობამ სესხის სახით 2.1 მილიარდი ევრო და გრანტის სახით 200 მილიონი ევრო მიიღო. ეს თანხები სახელმწიფოს პრიორიტეტული სოციალური და ჰუმანიტარული ხარჯების დასაფინანსებლად იქნება გამოყენებული.

უწყების განმარტებით, ევროკავშირისგან შემდეგი რეგულარული ტრანშის მისაღებად, უკრაინამ შეასრულა მეექვსე ტრანშის გამოყოფისთვის საჭირო რეფორმების 8 ნაბიჯი, ასევე მეოთხე ტრანშისთვის გათვალისწინებული ერთი ნაბიჯი.

უკრაინის მხარდაჭერის პროგრამა - Ukraine Facility - 2024 წელს დაიწყო და ოთხი წლის განმავლობაში გაგრძელდება. 2024 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტში უკვე შევიდა 26.7 მილიარდ ევროზე მეტი, საიდანაც 10.6 მილიარდ ევროზე მეტი 2025 წელს გამოიყოფა. ამ ინსტრუმენტის ფარგლებში უკრაინისთვის გამოყოფილი მთლიანი დაფინანსება დაახლოებით 50 მილიარდ ევროს შეადგენს.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო