The Guardian - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მსოფლიოს მასშტაბით 30-მდე ელჩი უკან გაიწვია

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მსოფლიოს მასშტაბით 30-მდე ელჩი უკან გაიწვია, - ინფორმაციას The Guardian-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან 30-მდე ელჩი და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი უკან გაიწვია და მათ ჩანაცვლებას ადმინისტრაციის მიმართ ერთგული თანამდებობის პირებით გეგმავს.

„ეს ნებისმიერ ადმინისტრაციაში სტანდარტულ პროცესს წარმოადგენს. ელჩი პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელია და პრეზიდენტის უფლებაა, რომ ქვეყნებში ის პირები ჰყავდეს, რომლებიც „ამერიკა პირველ რიგში“ დღის წესრიგს ხელს შეუწყობენ“, - განუცხადა გამოცემას სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.

ამასთან, ამერიკელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ აშშ-ში გაწვეულ ელჩებს არ გაათავისუფლებენ და მათ სხვა თანამდებობებზე დანიშნავენ.

როგორც The Guardian-ი წერს, აშშ-მა ყველაზე მეტი ელჩი აფრიკის კონტინენტიდან გაიწვია, კერძოდ, ნიგერიდან, უგანდიდან, სენეგალიდან, სომალიდან, კოტ-დ’ივუარიდან, მავრიკიიდან, ნიგერიიდან, გაბონიდან, კონგოდან, ბურუნდიდან, კამერუნიდან და რუანდიდან. ასევე, აშშ-მა ელჩები ეგვიპტიდან და ალჟირიდანაც გაიწვია.

ასევე, გამოცემის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ელჩებს ევროპიდანაც იწვევს, კერძოდ, სლოვაკეთიდან, მონტენეგროდან, სომხეთიდან და ჩრდილოეთ მაკედონიიდან.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს