10 ავტორი და ნაწარმოები, რომლებსაც ქართველები 2025 წელს კითხულობდნენ

წიგნის მაღაზიათა ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში „ბიბლუსი“ გვიზიარებს წიგნების ჩამონათვალს, რომელიც 2025 წლის განმავლობაში ყველაზე მოთხოვნადი გახლდათ. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ზოგადად, წიგნების პოპულარობა წლიდან წლამდე იზრდება. ქართველი მკითხველის რჩეული გამოცემები მსოფლიო მხატვრული ლიტერატურიდან კი ასე გამოიყურება:

  1. „პროცესი“, ფრანც კაფკა

უცნაურობა და იდუმალება კაფკას როგორც ცხოვრების, ისე შემოქმედების განმსაზღვრელია. მისი უნიკალური წერის სტილი პესიმიზმითა და ლიტერატურული ფორმის ბუნდოვანებითაა ნასაზრდოები, თუმცა თანამედროვე სამყაროში შექმნილი პოლიტიკური კრიზისებისა თუ დროდადრო რეჟიმების გაჩენა გააქტიურების გათვალისწინებით, ერთგვარ წინასწარმეტყველება-მინიშნებადაც შეგვიძლია აღვიქვათ და მისი შემოქმედება ამდენადაც მნიშვნელოვანია. „პროცესი“ ასეთი წიგნია - აბსურდის დომინირება კანონზე და ამ კანონზომიერებით გამოჩარხული ადამიანის ბედი (უბედობა). მართალია, იოზეფ კ.-ს არაფერი დაუშავებია, მაგრამ „ეტყობა, ვიღაცამ ცილი დასწამა“. ჰოდა, ერთ მშვენიერ დილას ის დააპატიმრეს! მაშ, რა გამოდის, ვარაუდი სიმართლის საპირწონეა? და იმ „მშვენიერი დი- ლიდან“ იწყება კ.-ს ცხოვრებაში პროცესი, უფრო სწორად, კ.-ს ცხოვრება თავად ხდება უსასრულოდ გაწელილი პროცესი. სამართლის მოძიების შეუძლებლობა ერთგვარი პირდაპირი მინიშნებაა ადამიანის უძლურებაზე მასზე ზემდგომი ძალებისადმი, მათ შორის იმ უმაღლესი სამსჯავროსადმი, რომელიც ადამიანის ინტერესების დასაცავად სამართლიან მართლმსაჯულებას უნდა აღასრულებდეს.

  1. „იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან“, დელია ოუენსი

მეთევზეთა პატარა სოფელ ბარკლი ქოუვში ყველას სმენია „მარშის გოგოს“ შესახებ, რომელიც მარტო ცხოვრობს ჭაობში, ფეხშიშველი დაიარება და საჭმელს ტალახში ეძებს. სინამდვილეში სულ რამდენიმე მათგანი იცნობს კაია კლარკს, საოცრად ჭკვიან, ცნობისმოყვარე, ხელოვან გოგოს, რომელიც თავად ბუნებამ გამოზარდა. როდესაც ბარკლი ქოუვში მკვლელობა ხდება, ეჭვობენ, რომ ეს საზარელი დანაშაული კაიამ ჩაიდინა. დელია ოუენსის წიგნი „იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან“ ერთდროულად დეტექტივი, ბილდუნგსრომანი და დედამიწის ჰიმნია. ავტორი საოცარი პოეტურობით აღწერს ადამიანის უხილავ კავშირს ბუნებასთან და საზოგადოებასთან, პერსონაჟებს კი ისეთი დილემების წინაშე აყენებს, სადაც მხოლოდ სიყვარული საკმარისი არ არის.

დელია ოუენსი ამერიკელი ზოოლოგია ჯორჯიის შტატიდან. „იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან“ მისი სადებიუტო რომანია, რომელიც თითქმის სამოცდაათი წლისამ გამოაქვეყნა. 2018 წელს გამოსული წიგნი მაშინვე მოექცა საერთაშორისო ბესტსელერების სათავეში და თითქმის ორმოცდაათ ენაზეა თარგმნილი.

  1. 1984, ჯორჯ ორუელი

ეს გახლავთ XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი რომანი. ჯორჯ ორუელის წიგნი-გაფრთხილება და, ამავდროულად, სასოწარკვეთაა ადამიანის მომავლის გამო. ის გვაფრთხილებს, რომ თუ ჩვენი ისტორია გეზს არ შეიცვლის, მაშინ ადამიანები დაკარგავენ ყველაზე ადამიანურ თვისებებს და, მათთვისვე შეუმჩნევლად, უსულო საგნებად იქცევიან.

  1. „მეტამორფოზი“, ფრანც კაფკა

წიგნის მთავარი გმირი, გრეგორი თავისი შემოსავლით გაჭირვებულ ოჯახს ინახავს, უკვე ასაკში შესულ მშობლებსა და ჯერ კიდევ ახალგაზრდა დას. ჩვენი გრეგორი ერთ დღეს გაიღვიძებს და აღმოაჩენს, რომ იგი არც მეტი არც ნაკლები მწერად გადაქცეულა. რაღა თქმა უნდა მას წაერთმევა ყველა ფუნქცია, რაც ადამიანობისას ახასიათებდა. ამის შედეგად კი, მისი ოჯახის წევრები, რომლებიც აქამდე თვალებში შესციცინებდნენ, მის ოთახში გამოკეტავენ. ისინი მისდამი ძალიან გულგრილად და მეტიც, ზიზღითაც კი განეწყობიან. მართალია თავიდან არ იშორებენ, მაგრამ სინამდვილეში ერთი სული აქვთ როდის მოსცილდებათ. გრეგორი ძლიერ განიცდის ამ გულგრილობას და სწორედ ამას გადაჰყვება. კაფკამ თავისთავად შეძლო მთავარი გმირის განცდები და ტრაგედია ნათლად და გასაგებად გადმოეცა, მიუხედავად იმისა, რომ ის მწერი იყო. ის წვრილმანებშიც კარგად აჩვენებს სხვების გრეგორისადმი დამოკიდებულებასაც. კაფკას ეგზისტენციალისტად თვლიან. რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის მთავარი თემა ადამიანის, როგორც ინდივიდის განცდები და პრობლემებია. წიგნის მთავარი სათქმელი ეგზისტენციალიზმის ერთ–ერთი ნიშანია: ადამიანი იტანჯება მაშინ, როდესაც იგი აცნობიერებს, რომ ცხოვრება სინამდვილეში უაზრო და აბსურდული რამაა, რომელიც გარდაუვალი სიკვდილით სრულდება.

  1. „ყვავილები ელჯერნონისთვის“, დანიელ კიზი

ჩარლი გორდონს, შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდა კაცს, ძალიან უნდა, ჭკვიანი იყოს და გამართულად წერა-კითხვა შეეძლოს. განსაკუთრებულად მონდომებულ ჩარლის ექსპერიმენტში რთავენ, რომელიც მანამდე ლაბორატორიის თეთრ თაგვზე, ელჯერნონზე ჩაატარეს. რა მოხდება, თუკი საგანგებო ოპერაცია ჩარლის ინტელექტს მართლაც გააუმჯობესებს?

ამერიკელი მწერლის, დენიელ კიზის რომანი, „ყვავილები ელჯერნონისთვის“ 1966 წელს გამოიცა და სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფენტეზის ასოციაციისაგან წლის საუკეთესო რომანისათვის დაწესებული ჯილდო, „ნებულა“ დაიმსახურა. მას შემდეგ წიგნი მსოფლიოს მრავალ ენაზე ითარგმნა.

  1. „ესე იტყოდა ზარატუსტრა“, ფრიდრიხ ნიცშე

დიდი გერმანელი მოაზროვნის ფრიდრიხ ნიცშეს თხზულება „ესე იტყოდა ზარატუსტრა“ მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნაწარმოებია, ტრაგიკული ეპოქის გულისშემძვრელი დოკუმენტი, რომელშიც წარმოდგენილია ღრმა საკაცობრიო იდეები. ამ ფილოსოფიური რომანის ქართული თარგმანი გერმანული ენიდან ეკუთვნის გამოჩენილ ქართველ ლიტერატორს ერეკლე ტატიშვილს, გასაიდუმლოებულად, რადგანაც კომუნისტური დიქტატურა კრძალავდა ნიცშეს სახელსაც კი, არამცთუ მისი უმთავრესი ქმნილების თარგმანსა თუ შესწავლა-გააზრებას.

  1. „უცხო“, ალბერ კამიუ

რომანი „უცხო“ ალბერ კამიუს „აბსურდის ციკლს“ განეკუთვნება და ნობელიანტი მწერლის მერვე წიგნია. რომანის მთავარი გმირი, მერსო, პრინციპული ადამიანია, უცნაურია, საზოგადოებრივ მორალს ფეხს არ უწყობს და საზოგადოება მას უცხოდ ჩათვლის. წიგნის გმირი პირველ პირში მოგვითხრობს თავის ამბავს, ოღონდ დისტანციური და ცივი ტონით მას უბრალოდ ფაქტების ჩამონათვალად წარმოადგენს. თუმცა, მერსო პოზიტიური პიროვნებაა, უარს ამბობს ტყუილზე და ფაქტებს იღებს ისე, როგორებიც ისინი არიან. თვით კამიუს თქმით, მერსო არის ადამიანი, რომელიც ყოველგვარი გმირობის გარეშე, უბრალოდ თანხმდება, მოკვდეს სიმართლის გულისთვის. თხრობის მშრალი სტილი მაშინვე აგრძნობინებს მკითხველს, რომ მთავარ გმირსა და საზოგადოებას შორის ერთგვარი დაშორებაა, ისინი ერთმანეთს არ მიესადაგებიან. ამ სტილს როლან ბარტმა „თეთრი /ცარიელი წერა“ უწოდა ნაწარმოებში „წერის ნულოვანი დონე“. იგი ამბობს: „ კამიუმ „უცხოთი“ პირველმა შემოგვთავაზა გამჭვირვალე სიტყვით წერის მანერა, რითაც შექმნა არარსებულის, არყოფნის სტილი ანუ სტილის იდეალური არარსებობა.“ 1999 წელს, „უცხო“ მეოცე საუკუნის საუკეთესო წიგნად აღიარეს.

  1. „ათასი მოელვარე მზე“, ხალიდ ჰოსეინი

"ათასი მოელვარე მზე" მსოფლიო ბესტსელერების ავტორის, ხალიდ ხოსეინის რომანია, რომელიც მწერალმა ავღანელ ქალებს მიუძღვნა. ესაა წიგნი უფლებაწართმეული ქალების ყოველდღიურობაზე, ოჯახში ძალადობაზე, "თალიბანის სისასტიკეზე, ლტოლვილთა გაუსაძლის ყოფასა და ქვეყანაზე, რომელსაც გამუდმებით მტრის ბომბები აცვივა, მაგრამ შაჰრე ზოჰაქის დაზიანებული კედლებივით ისევ მყარად დგას. ქალები აქ განათლებისა და თავისუფლებისკენ ისწრაფვიან, ჩამოყრილ ჭურვებში კი ყვავილებს ახარებენ.

  1. „პატრიარქის შემოდგომა“, გაბრიელ გარსია მარკესი

გაბრიელ გარსია მარკესმა ამ რომანით მოახერხა ის, რაც ვერ შეძლო ვერცერთმა ლათინოამერიკელმა ავტორმა: მან დაწერა მონუმენტური რომანი არა რომელიმე კონკრეტულ დიქტატორზე, მის ცხოვრებაზე, სისუსტეებსა თუ მარცხზე, არამედ გააერთიანა ყველას გამოცდილება, შეკრიბა დიქტატორთა სახეები და შექმნა დიქტატორის ზოგადი, უნივერსალური პორტრეტი. გაბრიელ გარსია მარკესს ურთულესი მისია ჰქონდა: მას უნდა დაეწერა რომანი, რომელიც „მარტოობის 100 წელზე“ უკეთესი იქნებოდა, რომანზე, რომელმაც მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ლიტერატურას ყველასგან განსხვავებული ხმა შესძინა. გაბრიელ გარსია მარკესი დაჯდა საწერად და შექმნა ტექსტი, რომელიც საკუთარი მნიშვნელობითა და სამწერლო ოსტატობით არათუ არ ჩამოუვარდება, არამედ აღემატება კიდეც ავტორის მაგნუმ ოპუსს.

  1. „ყოფის აუტანელი სიმსუბუქე“, მილან კუნდერა

მილან კუნდერას ყველაზე ცნობილი რომანი 1982 წელს დაიწერა, თუმცა მისი გამოქვეყნება ავტორმა მხოლოდ ორი წლის შემდეგ მოახერხა. ჩეხურ ენაზე დაწერილი წიგნი პირველად ფრანგულად გამოიცა. რომანის გმირები 1960-70-იანი წლების პრაღაში ცხოვრობენ, თუმცა ის რთული ურთიერთობები და ფილოსოფიური საკითხები, რომლებსაც კუნდერა ეხება, ნებისმიერ ეპოქასა თუ ადგილს გულისხმობს.

წიგნების ონლაინ შესარჩევად და შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

(R)

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია