რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ყველა კეთილი ნების ადამიანს მოვუწოდებ, რომ პატივი სცენ მშვიდობის დღეს, სულ მცირე, მაცხოვრის შობის დღესასწაულზე მაინც“, - განაცხადა რომის პაპმა.

რომის პაპის ლეო XIV-ს თქმით, დამწუხრებულია, რომ რუსეთი ზავზე უარს ამბობს.

„მწუხარებას იწვევს ის, რომ რუსეთმა ზავის თხოვნაზე უარი თქვა. იმედი მაქვს, მოგვისმენენ და მთელ მსოფლიოში 24 საათის განმავლობაში მშვიდობა იქნება“, - აღნიშნა რომის პაპმა.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს