საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

„სელფი მობაილმა“ საქართველოში ISO37001 - ანტიკორუფციული მართვის სისტემის და ISO37301 - კომპლაიანსის მართვის სისტემის სერტიფიკატები პირველმა მიიღო. როგორც უკვე არაერთხელ, ამ მიმართულებით ქვეყანაში კიდევ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის თამასა უფრო მაღლა აწია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „სელფი მობაილი“ ავრცელებს.

„სელფი მობაილის“ ცნობით, ISO37001 საერთაშორისო სტანდარტია, რომელიც ადგენს ეფექტური ანტიკორუფციული მართვის სისტემის დანერგვისთვის სავალდებულო კრიტერიუმებს და მიზნად ისახავს კორუფციული რისკების პრევენციას, გამოვლენასა და მართვას. ISO37301 განსაზღვრავს კომპლაიანსის მართვის სისტემის ჩარჩოს, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციის საქმიანობის შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან, რეგულაციებთან და შიდა პოლიტიკებთან.

ხსენებული სერტიფიკატების მიღება ადასტურებს, რომ კომპანიის მმართველობითი პროცესები სრულად შეესაბამება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას გამჭვირვალობის, ეთიკური ქცევის, კანონის დაცვისა და რისკების მართვის მიმართულებით.

„ძალიან სასიხარულოა, რომ მრავალი წლის განმავლობაში გაწეული შრომა, რის შედეგადაც „სელფიში“ დაინერგა ეთიკისა და კომპლაენსის საუკეთესო პრაქტიკა, დაფასდა უმაღლესი შეფასებით, ISO37001 და ISO37301 სერტიფიკატების სახით. ეს სტანდარტები კიდევ უფრო ამყარებენ ჩვენს შიდა პროცესებს, ზრდიან პარტნიორებისა და მომხმარებლების ნდობას და ადასტურებენ, რომ სელფი პასუხისმგებლიანად და გამჭვირვალედ მართავს თავის საქმიანობას. განსაკუთრებით მეამაყება, რომ ეს სერტიფიკატები საქართველოში პირველად სწორედ ტელეკომუნიკაციის სფეროში გაიცა,“ განაცხადა „სელფის“ ეთიკისა და კომპლაენსის სამსახურის ხელმძღვანელმა, ია მამეიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა