ხატია დეკანოიძე - როცა კალაძე ამბობს, 30 ათასი თანამშრომლიდან  არ შემიძლია ყველას კონტროლიო, მაშინ როგორ  შეუძლია კონტროლი, იმ ადამიანების გაგდება სამსახურებიდან, რომლებიც პროტესტზე დადიან?! - მაინტერესებს როდის დაიჭერენ კალაძეს

როცა კალაძე ამბობს, 30 ათასი თანამშრომლიდან არ შემიძლია ყველას კონტროლიო, მაშინ როგორ შეუძლია კონტროლი, იმ ადამიანების გაგდება სამსახურებიდან, რომლებიც პროტესტზე დადიან?! -მაინტერესებს როდის დაიჭერენ კალაძეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ რეჟიმი არის ძალადობის, კორუფციისა და ქაოსის რეჟიმი.

„კორუფცია, ძალადობა, საბავშვო ბაღებიდან ბავშვებისთვის ფულის მოპარვა, იმ ბავშვებისთვის, ფაფას რომ ჭამენ, წიწიბურას და კარაქს, ამ ბავშვებს ჰპარავდა ფულს. ყველაზე მნიშვნელოვანი - მე მაინტერესებს როდის დაიჭერენ კალაძეს. იმიტომ, რომ კალაძეც არის დამნაშავე. როცა კალაძე ამბობს, რომ 30 ათასი თანამშრომლიდან არ შემიძლია ყველას კონტროლიო, მაშინ როგორ შეუძლია კონტროლი, იმ ადამიანების გაგდება სამსახურებიდან, რომლებიც პროტესტზე დადიან და საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს უჭერენ მხარს?!

ზოგადად, „ქართული ოცნების“ რეჟიმი არის ძალადობის, კორუფციისა და ქაოსის რეჟიმი“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა