საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს ახალი კურსი - „პროდუქტის განვითარება“ დაემატა

საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს და მათთვის ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარების ახალ შესაძლებლობებს ქმნის. საქართველოს ბანკის ბიზნესკურსის პლატფორმას ახალი კურსი - პროდუქტის განვითარება დაემატა.

ბიზნესკურსის ფარგლებში მონაწილეები გაიგებენ:

  • როგორ მიიყვანონ პროდუქტის იდეა ხელშესახებ შედეგამდე;
  • როგორ დაგეგმონ და მართონ პროდუქტის განვითარების პროცესი უფრო ეფექტურად;
  • როგორ გააუმჯობესონ არსებული პროდუქტი ან სერვისი თანამედროვე მიდგომების გამოყენებით;
  • როგორ დანერგონ პროდუქტის განვითარების თანამედროვე პროცესები საკუთარ ბიზნესში.

კურსს უძღვება ერეკლე ინაშვილი - ბრენდისა და პროდუქტის დიზაინერი, რომელიც მონაწილეებს პრაქტიკულ მეთოდებსა და რეალურ მაგალითებს გაუზიარებს.

კურსზე რეგისტრაცია შეუძლია ნებისმიერ მსურველს. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.

ბიზნესკურსი საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას, მენეჯმენტის, მარკეტინგის, ფინანსებისა და სხვა მიმართულებებით ცოდნა გამოცდილი სპეციალისტებისგან მიიღოს. კურსები ადგილობრივი ბაზრის საჭიროებებზეა მორგებული და პლატფორმა მუდმივად ახლდება.

ბიზნესკურსი საქართველოს ბანკის პლატფორმა Business 360°-ის ნაწილია. ესაა ერთიანი ეკოსისტემა, რომელიც აერთიანებს საგანმანათლებლო პროექტებს, ვორკშოპებსა და პრაქტიკულ რესურსებს ბიზნესის განვითარების ყველა ეტაპისთვის.

(R)

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს