ქალი პოლიტიკოსები თამარ მეარაყიშვილის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებენ

ქალი პოლიტიკოსები ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებულ სამოქალაქო აქტივისტს, თამარ მეარაყიშვილს მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლეგიტიმური ხელისუფლების პირობებში, საქართველოს მთავრობა ყველაფერს უნდა აკეთებდეს თამარ მეარაყიშვილის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად, მათ შორის, უნდა მიმართავდეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილე დასავლელ თანათავმჯდომარეებს, ასვე იყენებდეს სხვა საერთაშორისო მექანიზმებს, თუმცა საზოგადოებისთვის ამ დრომდე არაა ცნობილი თუ რას აკეთებს ქმედითს „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტრო, ან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამისთვის.

პოლიტიკოსები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაავრცელონ საჯარო ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და გამოიყენონ ყველა საერთაშორისო მექანიზმი მისი მონიტორინგისთვის.

„ქალი პოლიტიკოსები მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ ოკუპირებულ ცხინვალში აბსურდული ბრალით უკანონოდ დაკავებულ უფლებადამცველ თამარ მეარაყიშვილს, რომელსაც ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა მიესაჯა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ უკანონო პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტი პროტესტის ნიშნად მშრალ შიმშილობაზე გადავიდა.

თამარი წლებია იცავს ადამიანის უფლებების ოკუპირებულ ცხინვალში და ის არის ქართველი მებრძოლი ქალის სიმბოლო. მისი ჟურნალისტური საქმიანობა, სამოქალაქო აქტივიზმი და ადამიანის უფლებებისთვის გაწეული შრომა არის საყოველთაოდ აღიარებული.

ჩვენ გვაშფოთებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ, რაც გადაწყვიტა მიემართა პროტესტის უკიდურესი ფორმისთვის, რაც მშრალ შიმშილობაში გამოიხატება. ცნობილია, რომ ის უარს ამბობს არა მხოლოდ საკვებზე, არამედ წყალსა და მედიკამენტებზეც.

ლეგიტიმური ხელისუფლების პირობებში, საქართველოს მთავრობა ყველაფერს უნდა აკეთებდეს თამარ მეარაყიშვილის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად, მათ შორის, უნდა მიმართავდეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილე დასავლელ თანათავმჯდომარეებს, ასევე იყენებდეს სხვა საერთაშორისო მექანიზმებს. თუმცა საზოგადოებისთვის ამ დრომდე არაა ცნობილი თუ რას აკეთებს ქმედითს „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტრო, ან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამისთვის. მათი უმოქმედობა მეტად თვალშისაცემია, ვიდრე მუშაობა. მოვუწოდებთ გაავრცელონ საჯარო ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და გამოიყენონ ყველა საერთაშორისო მექანიზმი მისი მონიტორინგისთვის. თავისუფლება თამარ მეარაყიშვილს!“ - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს შემდეგი პოლიტიკოსები აწერენ: თეონა აქუბარდია, თინა ბოკუჩავა, ანი ქავთარაძე, ხატია დეკანოიძე, მედეა მეტრეველი, თინა ბოლოკაძე, ნინო გოგინაშვილი, ნინო კვიტაიშვილი, ნანა ტოხვაძე, აზა გაბუნია, ნინო დოლიძე, თამარ ყორღანაშვილი, თამარ ლალიაშვილი, ანა კობახიძე, მარიკა არევაძე, ბარბარა ჯიმელი სულაშვილი, თამი ჟორჟოლიანი, თეონა ჭალიძე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებამ დაკარგა მოსახლეობასთან ურთიერთობის ძარღვი, ეს არახალია, ასე ემართება ძალაუფლებაში დიდხანს მყოფ უკლებლივ ყველა ხელისუფალს
რამაზ საყვარელიძე - მთელი საშინაო პოლიტიკა მიდის იმ ფორმულით, რომ როცა ოპოზიციური პარტიები ან ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფები რაიმეს მათთვის წამგებიანს აკეთებენ, ხელისუფლება მათ ხელს არ უშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 29.12.2025
საახალწლო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის!
თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება გალერია თბილისში
ხვიჩა კვარაცხელია „არქის“ მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და პარტნიორი გახდა
ნიუ ჰოსპიტალსი International SOS-ის ბენეფიციარებისთვის სამედიცინო მომსახურების პროვაიდერი გახდა მოგზაურთა მედიცინის სფეროში
წარმატებული ქართული ლოგისტიკური კომპანიის განვითარების გზა და სამომავლო გეგმები