თბილისი-ზუგდიდის მატარებელი, რომელიც სოფელ გომთან რამდენიმე საათის განმავლობაში იყო გაჩერებული, ალტერნატიული მატარებლით ჩანაცვლდა - რეისი განახლდა

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, თბილისი-ზუგდიდის მატარებელი, რომელიც ხაშურთან ახლოს, სოფელ გომთან, რამდენიმე საათის განმავლობაში იყო გაჩერებული, ალტერნატიული მატარებლით ჩანაცვლდა და უკვე დაიძრა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რკინიგზაში განუცხადეს, მატარებლის გაჩერების მიზეზი, ტექნიკური გაუმართაობა გახდა, რის გამოც მგზავრები სხვა მატარებელში გადასვეს.

ასევე, საქართველოს რკინიგზამ გამოაქვეყნა განცხადებაც, რომლის მიხედვითაც, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო 3 და 4 იანვარს მაგისტრალური და საგარეუბნო მიმართულებით მოძრავი მატარებლები რეისებს აღარ შეასრულებენ. მათივე ცნობით, რეისს მხოლოდ თბილისი-ბათუმი-თბილისის მატარებელი შეასრულებს.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა