რომის პაპი - ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

რომის პაპი ლეო XIV ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ვენესუელა დამოუკიდებელ ქვეყნად უნდა დარჩეს.

„არ უნდა გადავდოთ ძალადობის დაძლევა და სამართლიანობისა და მშვიდობის გზების არჩევა, ამავდროულად, ქვეყნის სუვერენიტეტის გარანტირებით“, - განაცხადა პაპმა წმინდა პეტრეს მოედანზე საკვირაო ლოცვის დროს.

მისი თქმით, ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს.

შეგახსენებთ, გუშინ, აშშ-მა ვენესუელაში სამხედრო ოპერაცია ჩაატარა და პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე დააკავა. დაკავებულები ამჟამად ნიუ-იორკში, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.

ემილ ავდალიანი - ვენესუელაში მომხდარი პირდაპირი მაგალითია იმისა, რომ მსოფლიო გავლენის სფეროებად იყოფა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.01.2026
წარმატებული ქართული ლოგისტიკური კომპანიის განვითარების გზა და სამომავლო გეგმები