რუსებმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტებით და დრონებით შეუტია, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსეთმა უკრაინას ბალისტიკური იარაღითა და თავდასხმის დრონებით შეუტია, რამდენიმე რეგიონში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში ამოქმედდა,- ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კიევსა და ხარკოვში აფეთქებების ხმები ისმოდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ოთხი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა.

„ხარკოვის გარეუბანზე მტრის დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა ოთხს მიაღწია. ასევე, სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო ექვსმა ადამიანმა”, -განაცხადა

გავრცელებული ინფორმაციით, ხარკოვზე თავდასხმის შედეგად Nova Poshta-ს ტერმინალი დაზიანდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა კიევის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს. მოგვიანებით, ქალაქში ძლიერი აფეთქებების ხმები გაისმა.

ბაკო ხელაძე - ირანში ისლამური რესპუბლიკის ყოფნა არ ყოფნის საკითხი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.01.2026
სესხის მართვა ერთი შეხებით: Scapp აპლიკაციას გადახდების ფუნქცია დაემატა
ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს ფრანგული დიპლომის მიღების შესაძლებლობა ექნებათ