ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველა წესიერ ადამიანს ნამდვილად სურს, რომ ირანელი ხალხი ამჟამინდელი რეჟიმისგან გათავისულფდეს - ყველა ლიდერი, ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია ახლავე უნდა ჩაერიოს

ის, რაც ახლა ირანში ხდება - მასშტაბური საპროტესო აქციები, ფაქტობრივად, აჯანყება - აშკარა ნიშანია იმისა, რომ რუსეთისთვის სიტუაცია არ გამარტივდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, ყველა წესიერ ადამიანს ნამდვილად სურს, რომ ირანელი ხალხი ამჟამინდელი რეჟიმისგან გათავისულფდეს.

„ამ პლანეტაზე ყველა წესიერ ადამიანს ნამდვილად სურს, რომ ირანელი ხალხი საბოლოოდ გათავისუფლდეს ამჟამინდელი რეჟიმისგან, რომელმაც ამდენი ბოროტება მოუტანა უკრაინას და სხვა ქვეყნებს. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ ხელიდან არ გაუშვას ეს მომენტი, როდესაც ცვლილებები შესაძლებელია. ყველა ლიდერი, ყველა ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია ახლავე უნდა ჩაერიოს და დაეხმაროს ხალხს იმ ადამიანების მოშორებაში, ვინც დამნაშავეა იმაში, რაც სამწუხაროდ ირანი გახდა“, - წერს ზელენსკი.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო