საფრანგეთის საელჩოს თანამშრომლების ნაწილმა ირანი დატოვა

საფრანგეთის საელჩოს თანამშრომლების ნაწილმა კვირას და ორშაბათს ირანი დატოვა,- ინფორმაციას მედია საშუალებები წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

ამასთან, წყაროები არ ადასტურებენ, საელჩოს რამდენმა თანამშრომელმა დატოვა ქვეყანა.

„საელჩოს სტრუქტურა გადაკეთდა, რათა მას ადგილობრივ კონტექსტში თავისი მოვალეობების შესრულება შეეძლოს. ჩვენი პერსონალისა და მოქალაქეების დაცვა პრიორიტეტულია“, - განუცხადა სააგენტო „ფრანს-პრესს“ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

ამასთან, უწყების ინფორმაციით, საელჩო ღიაა და ფუნქციონირებს.

„ჩვენი საელჩო ღიაა და ფუნქციონირებს. ელჩი იქ არის თავის გუნდთან ერთად. უზრუნველვყოფთ მომსახურებას, რომელიც სჭირდებათ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც შესაძლოა ირანში იმყოფებოდნენ“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

შეგახსენებთ, ირანში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები მესამე კვირაა მიმდინარეობს. ნორვეგიაში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, „ირანის ადამიანის უფლებების“ (IHRNGO) ცნობით, აქციების დარბევისა და არეულობის შედეგად, ქვეყანაში სულ მცირე 648 მომიტინგე დაიღუპა, მათ შორის ცხრა 18 წლამდე ასაკის ადამიანი. ირანში მყოფმა წყაროებმა BBC-ის განუცხადეს, რომ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაცილებით მეტი იყოს. ქვეყანაში ხუთშაბათს საღამოდან ინტერნეტი გათიშულია, რამაც ინფორმაციის მოპოვება და გადამოწმება გაართულა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო