გაერო-ში აშშ-ის ელჩის მოადგილე - რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე გაძლიერებულ თავდასხმებს ვგმობთ

რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე გაძლიერებულ თავდასხმებს ვგმობთ, - ამის შესახებ გაერო-ში აშშ-ის ელჩის მოადგილემ, ტემი ბრიუსმა უკრაინის საკითხზე გამართულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

„რამდენიმე დღის წინ, ამერიკელი დიპლომატები ევროკავშირისა და უკრაინის წარმომადგენლებს შეხვდნენ, ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის მიზნით მოლაპარაკებებში წინსვლის უზრუნველსაყოფად. პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობის წყალობით, ახლა შეთანხმებასთან უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ომის დაწყების შემდეგ ნებისმიერ დროს. მიუხედავად ამისა, რუსეთმა უკრაინაზე მეტი თავდასხმა განახორციელა, მათ შორის ბირთვული შესაძლებლობების მქონე ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკის“ გამოყენებით“, - განაცხადა ბრიუსმა.

მისი თქმით, „რუსეთის ქმედება ომის გაფართოებისა და ესკალაციის რისკს შეიცავს“.

„ეს კიდევ ერთ საშიშ და გაუგებარ ესკალაციას წარმოადგენს. ჩვენ რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე უწყვეტ და გაძლიერებულ თავდასხმებს ვგმობთ. აღნიშნული თავდასხმები მშვიდობის მიღწევის მიზანს სასაცილოდ იგდებს. მსურს შეგახსენოთ, რომ ერთი წლის წინ, რუსეთმა უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 2774-ს მისცა ხმა, რომლის მოწოდება კონფლიქტის სწრაფად დასრულება და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევაა. კარგი იქნება, თუ რუსეთი განცხადებებს საქმით დაამტკიცებს“, - აღნიშნა აშშ-ის ელჩის მოადგილემ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო