2026 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ძალაში შევიდა რეგულაცია, რომლის თანახმადაც ქვეყანაში შემომსვლელი უცხოეთის მოქალაქეებისა და ვიზიტორებისთვის სავალდებულო გახდა ტურისტული დაზღვევა საქართველოში ყოფნის სრული პერიოდის განმავლობაში, რომელიც საჭიროების შემთვევაში გადაუდებელ სამედიცინო სერვისებზე მყისიერ წვდომას გულისხმობს. არდიში აცხადებენ, რომ ახალი მოთხოვნების ამოქმედებამ მნიშვნელოვნად გაზარდა ტურისტების მომართვიანობა არდის მრავალწლიანი გამოცდილების პროდუქტზე — Welcomer - Travel in Georgia Insurance, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია უცხოელ ვიზიტორებს უზრუნველყოფს სრული გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებით.
პოლისი Welcomer, ჯამური (აგრეგირებული) პოლისის ლიმიტით - 30,000 ლარი სრულად შეესაბამება კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს და გათვლილია ყველა ტიპის ვიზიტორზე — ტურისტებიდან სტუდენტებამდე, საქმიანი ვიზიტორებიდან 1 წლამდე ვადით ჩამოსულ ექსპატრიანტებამდე. არდის მრავალწლიანი გამოცდილება, ყველაზე ფართო პროვაიდერების ქსელი და ოპერატიული მომსახურების სისტემა კომპანიას საშუალებას აძლევს ეფექტურად მოემსახუროს საქართველოში ნებისმიერი მიზნით და ვადით ჩამოსულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს.

პოლისი Welcomer მფლობელებისთვის სერვისის მიღების პროცედურაც მაქსიმალურად მარტივია. საკმარისია მხოლოდ ერთი ზარი არდის 24/7 საკონტაქტო ცენტრში ნომერზე 0322101010 და კომპანია უმოკლეს ვადაში უზრუნველყოფს სრული გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ორგანიზებას მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორისაა: გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია, ამბულატორიული მომსახურება, გადაუდებელი სტომატოლოგია და ოფთალმოლოგია, სამედიცინო ევაკუაცია, რეპატრიაცია. დამატებითი დაფარვების სახით არდი უცხო ქვეყნის ვიზიტორებს უნიკალურ სერვისებსაც სთავაზობს, როგორიცაა:
იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოში საქმიანობის ან ცხოვრების მიზნით 1 წლით და მეტი ვადით, არდის რეკომენდაციაა ასეთ შემთხვევაში შეიძინონ სრულფასოვანი სამედიცინო დაზღვევის პაკეტი 1 წლის ვადით. არდის ინდივიდუალური სამედიცინო დაზღვევის პროგრამა - „ვიტამინები“ 2015 წლიდან მოქმედებს და დღეს წარმოადგენს ყველაზე სრულყოფილი ინდივიდუალური დაზღვევის პაკეტს საქართველოს ბაზარზე, რომელიც გადაუდებელ სერვისებთან ერთად ყველა ტიპის გეგმიურ მომსახურებასაც მოიცავს - მედიკამენტების, სამედიცინო ჩექაფის და გეგმიური სტომატოლოგიის ჩათვლით.

არდის უცხო ქვეყნის ვიზიტორების დაზღვევის პოლისის შეძენა შესაძლებელია რამდენიმე არხით:
„ჩვენი მიზანია, საზღვრის გადმოლახვის მომენტიდანვე შევქმნათ უცხო ქვეყნის ვიზიტორებისთვის უსაფრთხო და მარტივი გარემო. პოლისის შეძენის და მომსახურების მრავალარხიანი სისტემა ვიზიტორებს საშუალებას აძლევთ რამდენიმე წუთში მიიღონ სრულფასოვანი მომსახურება, სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ. ამ გამოცდილებას არდი ამკვიდრებს უკვე მრავალი წელია. სავალდებულო დაზღვევის გააქტიურება კი ვფიქრობთ მხოლოდ გაამყარებს არდის სანდო და სტაბილურ პოზიციას ახალ რეგულაციებთან სრულ შესაბამისობაში, რითიც ჩვენს წვლილს შევიტანთ პასუხისმგებლიანი და სტაბილური ტურიზმის განვითარების სფეროში საქართველოში” - აცხადებენ არდიში.
Media Contact /CTA
დამატებითი ინფორმაციისთვის, ინტერვიუს მოთხოვნისთვის ან მონაცემების გამოყენების მიზნით, გთხოვთ მიმართოთ:
📩 khidasheli@ardi.ge - ეკატერინე ხიდაშელი - საზოგადოებრივი ურთიერთობების და CSR სამსახურის უფროსი
📞 032 2 101010; 591 70 25 35
(R)