სასტუმრო „პაბელონი“: თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ქართული მასპინძლობა

სასტუმრო პაბელონი მდებარეობს კახეთის გულში, ყვარელში, ილიას ტბასთან იმ ადგილას, სადაც ილია ჭავჭავაძემ ბავშვობა გაატარა. ბრენდი „პაბელონი“ ამ ეტაპზე აერთიანებს სასტუმროს, მეღვინეობასა და აგროკომპონენტს. ქართული სტუმართმოყვარეობით, ხელოვნებით, ლიტერატურითა და ისტორიით შთაგონებულ პაბელონში სტუმრებს დახვდებათ სამყარო, სადაც ყოველი დეტალი ისტორიის გაცოცხლებასა და დაუვიწყარი მოგონებების შექმნას ემსახურება.

სასტუმრო მოიცავს 61 ნომერს, ქართულ რესტორან „მაკრინეს“ და ბარებს, კახურ კუთხეს, სამ სხვადასხვა შეხვედრის ოთახს - 200 სტუმრამდე ტევადობით, შიდა და გარე საცურაო აუზებს, ფიტნეს დარბაზს, სპასა და გამაჯანსაღებელ სივრცეს, კალათბურთისა და პიკლბოლის მოედნებს. ასევე ადგილზე განთავსებულია საბავშვო სივრცე, ღვინისა და სუვენირების მაღაზია.

სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ გასტრონომიულ მასტერკლასებში, ღვინის დეგუსტაციებში, მიიღონ თიხაზე მუშაობის გამოცდილება და გაეცნონ ღვინის წარმოების ტრადიციებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარე საკუთარ ღვინის საწარმოში.

პროექტში განხორციელებული ინვესტიცია მასშტაბურია - იგი მოიცავს როგორც თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნას, ისე საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას. სრულად ქართული ინვესტიციით აშენებულ პროექტში მთავარი აქცენტი ხარისხსა და მდგრად განვითარებაზე გაკეთდა, რათა ობიექტი გრძელვადიან პერსპექტივაში კონკურენტუნარიანი და რეგიონისთვის ღირებულ რესურსად ქცეულიყო.

სასტუმრო მაქსიმალურად 200-მდე სტუმრის განთავსების შესაძლებლობას იძლევა. წარმოდგენილია როგორც სტანდარტული ორადგილიანი და სამადგილიანი ნომრები, ასევე მაღალი კატეგორიის დუპლექსები და სუიტები. დაბალ სეზონზე ნომრის ღირებულება იწყება 350 ლარიდან და სეზონის, კვირის დღეებისა და კატეგორიის მიხედვით 700 ლარამდე მერყეობს.

პაბელონს მართავს ადგილობრივი და საერთაშორისო მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდი, რომლის მიზანია საერთაშორისო დონის მომსახურების უზრუნველყოფა, მაღალი სტანდარტების დანერგვა და თითოეული სტუმრისთვის განსაკუთრებული გამოცდილების შექმნა. პერსონალიზებული მიდგომა, დახვეწილი ინტერიერები და კომფორტული ინფრასტრუქტურა სწორედ ის ელემენტებია, რომლებიც პაბელონს გამორჩეულს ხდის. სასტუმროში ძირითადად ადგილობრივი მცხოვრებლები არიან დასაქმებული, რაც პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო.

პაბელონისთვის 2025 წელი განსაკუთრებით პროდუქტიული აღმოჩნდა. გახსნის დღიდან სრული დატვირთვით მუშაობა სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს, თუმცა გუნდის დაუღალავი შრომისა და ნამდვილი მასპინძლობის სულისკვეთების წყალობით, პირველი სეზონი წარმატებით დასრულდა.

დღეს სტუმრებს უკვე ვთავაზობთ ახალ სივრცეებსა და გაუმჯობესებულ სერვისებს, რომლებიც კიდევ უფრო ამდიდრებს საერთო გამოცდილებას. დაემატა კულინარიული მასტერკლასები, ღვინის დეგუსტაციები პროფესიონალი სომელიეების მონაწილეობით, თიხაზე მუშაობის გამოცდილება, პიკლბოლისა და კალათბურთის მოედნები. ეს სიახლეები მნიშვნელოვნად ზრდის როგორც ჯგუფური, ასევე დასასვენებლად ჩამოსული სტუმრების ჩართულობას. დამატებით წარმოდგენილია სამაგიდო თამაშები, ბილიარდი და მაგიდის ჩოგბურთი.

პაბელონის განახლებულ მენიუს ახალი შეფი ხელმძღვანელობს. მენიუ აერთიანებს როგორც კლასიკურ ქართულ რეცეპტებს, ისე მათ თანამედროვე ინტერპრეტაციებს. დაემატა კახური კუთხე, სადაც სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ ტრადიციული კერძები, ადგილობრივი პროდუქცია და კახეთში დამკვიდრებული კულინარიული ტრადიციები.

ეს ნაბიჯები პაბელონს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მრავალფეროვან და გამოცდილებაზე ორიენტირებულ სასტუმროდ აქცევს. მოთხოვნა აშკარად იზრდება: როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ტურისტები უფრო აქტიურად ირჩევენ კახეთს, ხოლო პაბელონის უნიკალური მდებარეობა ილიას ტბასთან და მრავალფეროვანი შეთავაზებები მნიშვნელოვნად ზრდის მის კონკურენტუნარიანობას.

სტუმრების რაოდენობის ზრდის ტენდენცია შეინიშნება როგორც დასვენების, ისე საქმიანი მოგზაურობის სეგმენტებში. განსაკუთრებით იზრდება ინტერესი გამოცდილებაზე ორიენტირებული სერვისების მიმართ - ღვინის დეგუსტაციების, გასტრონომიული მასტერკლასებისა და აქტიური გართობის მიმართულებით. ზამთრის პერიოდში აქტივობა ბუნებრივად მცირდება, თუმცა სპეციალური შეთავაზებებით გუნდი სეზონურობის დაბალანსებას ახერხებს.

(R)

ბაკო ხელაძე - ირანში ისლამური რესპუბლიკის ყოფნა არ ყოფნის საკითხი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.01.2026
სესხის მართვა ერთი შეხებით: Scapp აპლიკაციას გადახდების ფუნქცია დაემატა
ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს ფრანგული დიპლომის მიღების შესაძლებლობა ექნებათ