ვოლოდიმირ ზელენსკი - მსოფლიოს შეუძლია, რუსეთის ტერორს უკრაინისთვის ახალი დახმარების პაკეტებით უპასუხოს - ველით, რომ აშშ-თან და ევროპასთან უკვე შეთანხმებული დახმარების პაკეტების მოწოდება დაჩქარდება

გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 300 დრონი და 25 რაკეტა გაუშვა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე ინფორმაციით, დარტყმების სამიზნე კვლავ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო.

„სამწუხაროდ, მნიშვნელოვნად დაზიანდა საცხოვრებელი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ყოველგვარი სამხედრო მიზნის გარეშე, რუსეთმა ხარკოვის ოლქში მდებარე საფოსტო ტერმინალს დაარტყა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა. კიევის ოლქში ვითარება რთულია, რადგან რამდენიმე ასეული ათასი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი“, - წერს ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, უკრაინისთვის სამხედრო დახმარება არ უნდა შეჩერდეს და თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტები ყოველდღიურად აუცილებელია.

„მსოფლიოს შეუძლია, რომ რუსეთის ტერორს უკრაინისთვის ახალი დახმარების პაკეტებით უპასუხოს. ველით, რომ ამერიკასთან და ევროპასთან უკვე შეთანხმებული დახმარების პაკეტების მოწოდება დაჩქარდება“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ბაკო ხელაძე - ირანში ისლამური რესპუბლიკის ყოფნა არ ყოფნის საკითხი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.01.2026
სესხის მართვა ერთი შეხებით: Scapp აპლიკაციას გადახდების ფუნქცია დაემატა
ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს ფრანგული დიპლომის მიღების შესაძლებლობა ექნებათ