რომეო მიქაუტაძის საქმის პროკურორი - საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით უნდა არსებობდეს წინაპირობები, მოცემულ შემთხვევაში არცერთი ეს წინაპირობა სახეზე არ არის

რომეო მიქაუტაძის ბრალეულობა დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით, ასევე მოპოვებული ინფორმაციებითა და რევიზიის აქტებით - მოცემულ შემთხვევაში, საპროცესო შეთანხმების წინაპირობა სახეზე არ არის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის საქმის პროკურორმა ირაკლი მარშანიამ დღევანდელი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, გამოკითხულები არიან მოწმეები, რომლებიც პირდაპირ ამხელენ რომეო მიქაუტაძეს დანაშაულის ჩადენაში.

„ბრალდების მხარემ წინა პროცესზე წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა, დღევანდელ პროცესზე წარმოდგენილი გვქონდა დისკები, რომლებშიც ასახულია სხვადასხვა ორგანიზაციებიდან და ბანკებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ჩანაწერები, სხვადასხვა ტექნიკური საშუალებებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია. აღნიშნული დისკების გამოკვლევა უნდოდა ბრალდების მხარეს, თუმცა დაცვის მხარემ ეს მტკიცებულებები უდაოდ ცნო.

რომეო მიქაუტაძის ბრალეულობა დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით, ასევე მოპოვებული ინფორმაციებითა და რევიზიის აქტებით.

დარჩა 40-ზე მეტი მოწმე გამოსაკითხი და კიდევ რამდენიმე მტკიცებულებების გამოკვლევა უნდა მოხდეს.

დაცვის მხარეს ყველა მტკიცებულება უდაოდ არ უცნია, გამოკითხულები არიან მოწმეები, რომლებიც პირდაპირ ამხელენ რომეო მიქაუტაძეს დანაშაულის ჩადენაში.

საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით უნდა არსებობდეს წინაპირობები, უნდა აღიაროს ბრალდებულმა დანაშაული, უნდა მოხდეს ზარალის ანაზღაურება და მომართოს პროკურატურას, მოცემულ შემთხვევაში არცერთი ეს წინაპირობა სახეზე არ არის“, - განაცხადა ირაკლი მარშანიამ.

ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო