საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბში, ინფორმატიკის ეროვნული ჩემპიონატების სერია იწყება. ქვეყნის მასშტაბით მოსწავლეთა შერჩევა, გადამზადება, საჩემპიონატო ტურების გამართვა და გამარჯვებულთა საერთაშორისო ოლიმპიადებზე გამგზავრება, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ინიციატივით და თიბისის გენერალური მხარდაჭერით განხორციელდება.
2026 წელს, საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი, უზრუნველყოფს საქართველოში მოსწავლეთა ეროვნული საჩემპიონატო ტურების ჩატარებას, გამარჯვებული წევრებისგან დაკომპლექტებული ეროვნული ნაკრებების მომზადებას და საერთაშორისო ოლიმპიადებში მათ მონაწილეობას. ეს ოლიმპიადებია:
აგრეთვე, ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOI) მონაწილეთა მომზადება -გადამზადებაში მხარდაჭერას და ფინალურ ეტაპზე წარმატებით ასპარეზობისთვის საჭირო რესურსის უზრუნველყოფას.
ჰაბის ფარგლებში, BTU კოორდინირებას გაუწევს მოსამზადებელ ბანაკებს, ტრენინგებსა და მენტორულ პროგრამებს, რომლებიც დაფუძნებულია საერთაშორისო ოლიმპიადების გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკებზე. პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართული პროფესიონალი მენტორები, ტრენერები და სფეროს წამყვანი სპეციალისტები.
საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი იწყებს პირველი ეროვნული მასშტაბის ოლიმპიადისთვის მოსამზადებელ პროცესს. სრულიად საქართველოს მოსწავლეთა ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში (OLYINFO), რეგისტრაცია 2026 წლის 15 იანვრიდან 29 იანვრამდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობა შეუძლიათ მოსწავლეებს 9-18 წლამდე ასაკობრივ კატეგორიებში. OLYINFO თითოეულ მონაწილეს მისცემს შესაძლებლობას, გამოსცადოს საკუთარი უნარები ინფორმატიკაში, პროგრამირებასა და ალგორითმულ აზროვნებაში, ხოლო საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეები ჩაერთვებიან ეროვნული ნაკრებების შერჩევისა და გადამზადების პროცესში. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს. OLYINFO - ის ოლიმპიადასთან დაკვაშირებით პირველი საინფორმაციო შეხვედრა თბილისში - 16 იანვარს 17:00 საათზე BTU -ში გაიმართება, თუ გსურთ ღია კარის დღეზე დასწრება, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა ბმულზე. საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს რეგიონებში, მომდევნო კვირებში დაიგეგმება.
სხვა საჩემპიონატო ტურებში და ოლიმპიადებზე მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია ეტაპობრივად გამოცხადდება.
ჰაბის საქმიანობა ხორციელდება პარტნიორების მხარდაჭერით: გაეროს ქალთა ორგანიზაცია, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია, ICT ასოციაცია, Lineate, EPAM და დეველოპერული კომპანია Blox. პარტნიორობა მიზნად ისახავს ინკლუზიური, ხარისხიანი და მდგრადი ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას საქართველოში.
საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი მიზნად ისახავს ახალი თაობის ტექნოლოგიური ლიდერების აღმოჩენას, განვითარებასა და გრძელვადიან მხარდაჭერას.
(R)