„თეგეტა მოტორსი“ X CONTACT - პირველი სრულმასშტაბიანი AI-ვიდეო კრეატიულ კომუნიკაციაში

ავტომობილის სეზონური მომზადება საგზაო მოძრაობის კულტურის ნაწილია, რომლის ამაღლებაზეც თავისი წილი პასუხისმგებლობა „თეგეტა მოტორსმა“ წლების წინ აიღო. ყოველი სეზონის დასაწყისში კომპანია მთავარ სათქმელს სხვადასხვაგვარად გადმოსცემს. ამჯერად „თეგეტა მოტორსმა“ მარკეტინგულ კომუნიკაციაში ახალი, თანამედროვე ენა გამოიყენა და ზამთრის „გადაგორება“ მომხმარებელს განსხვავებული ფორმით შესთავაზა. „გადააგორე ზამთარი“ - კამპანია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შექმნილი ვიზუალებით დაიწყო, შთამბეჭდავი ვიდეორგოლით გრძელდება, რომელიც ასევე სრულად ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მომზადდა. კონცეფციაზე კომპანიამ სააგენტო CONTACT-თან ერთად იმუშავა, ვიზუალური მხარე კი მთლიანად კრეატიულ სააგენტოს ანდო.

ელენე კოხრეიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის მთავარი ოფიცერი: „ჩვენთვის ეს კამპანია მხოლოდ ტექნოლოგიური ექსპერიმენტი არ ყოფილა. მთავარი მიზანი ჩვენი მესიჯის მეტი მკაფიობა გახლდათ - ის, რომ ზამთრისთვის ავტომობილის მომზადება პირდაპირ უკავშირდება უსაფრთხოებას, პასუხისმგებლობასა და საგზაო კულტურას. სააგენტო CONTACT-თან ერთად განვსაზღვრეთ სამი ტიპის მომხმარებელი: ის, ვინც წინასწარ ემზადება; ის, ვინც საკითხის მარტივად გადაჭრის გზებს ეძებს და ბოლოს ის, ვინც საკითხის მოგვარებას მხოლოდ გამოუვალ სიტუაციაში იწყებს. გვსურდა, მათთვის გვეჩვენებინა, რომ „თეგეტა მოტორსი“ დასახმარებლად ყოველთვის მზად არის. დატვირთული საახალწლო პერიოდის გათვალისწინებით გადავწყვიტეთ, ვიზუალურად დივერსიფიცირებული და, ამასთანავე, შთამბეჭდავი ვიდეორგოლი შეგვექმნა, რომელიც მომხმარებლის ყურადღების მიღმა ვერ დარჩებოდა. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო კრეატიულ სააგენტო CONTACT-ს და ასევე Visual Solution AI-ს (Los Angeles), რომელთა დიდი ძალისხმევითაც ეს რთული პროექტი წარმატებით განხორციელდა.

„თეგეტა მოტორსი“ მუდმივად ცდილობს, დანერგოს სიახლეები და ვამაყობთ, რომ ამჯერადაც პირველები ვართ, ვინც ხელოვნური ინტელექტი ბრენდულ კომუნიკაციაში მსგავსი მასშტაბით გამოიყენა“.

კრეატიული სააგენტო CONTACT-ისა და „თეგეტა მოტორსის“ ერთობლივ სამუშაო პროცესში შემუშავებული იდეა მარტივ, მაგრამ უნივერსალურ დაკვირვებას ეფუძნება - ზამთრის „გადაგორებას“ თითოეული ადამიანი საკუთარი სტილით ახერხებს. განსხვავებული ყოველდღიურობა, მარშრუტები და გამოწვევები მრავალფეროვან სცენარს ქმნის, თუმცა ყველას აერთიანებს ერთი საერთო საჭიროება: ავტომობილის უსაფრთხო და დროული მომზადება ზამთრისთვის.

ვიდეორგოლი, რომელიც სამ დამოუკიდებელ სცენას მოიცავს, ორ კვირაზე ნაკლებ დროში მომზადდა.

გოგიტა ჩიკვაიძე, კრეატიული სააგენტო CONTACT-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი: „გვსურდა, ვიდეოს ყველა დეტალი ადამიანური იდეის შედეგი ყოფილიყო, ხელოვნური ინტელექტი კი - მხოლოდ ინსტრუმენტი. სწორედ ეს ართულებდა დავალებას, რომელიც უმოკლეს დროში უნდა შეგვესრულებინა. აღსრულების ნაწილში Visual Solution AI დაგვეხმარა, რომელიც ლოს-ანჯელესში საქმიანობს. მათი ჩართულობით ვიდეოს შესაქმნელად 20-მდე სხვადასხვა AI პლატფორმა და ხელსაწყო გამოვიყენეთ. ხელოვნურმა ინტელექტმა არ შემოგვთავაზა გადაწყვეტები, არამედ შეასრულა ზუსტად ის, რაც ჩვენ დავგეგმეთ და გვინდოდა. შედეგად კი მივიღეთ სრულად ნატურალური ვიზუალური ესთეტიკა.

ამასთან ერთად, გვინდოდა, სცენარში გათვალისწინებული სამი სცენა სხვადასხვა სტილით გადმოგვეცა და სამი რეჟისორის ხედვას დავეყრდენით. Quentin Tarantino-ს, Wes Anderson-ისა და Alejandro González Iñárritu-ს საკულტო ფილმებიდან გადმოტანილი ოპერატორული ხედვები და ვიზუალური ენა ერთსა და იმავე იდეას რადიკალურად განსხვავებული პრიზმიდან აჩვენებს, რომ ზამთრის გადაგორების ყველას თავისი სტილი აქვს.

პირველები ვართ საქართველოში, ვინც ასეთი სირთულის ამოცანას თავი გავართვით. მადლობა „თეგეტა მოტორსს“ ნდობისა და ამ შესაძლებლობისთვის“.

„თეგეტა მოტორსის“ მთავარი სათქმელის გადმოცემა ხელოვნურ ინტელექტს დაევალა, თუმცა პროცესს უწყვეტად ახლდა თან ადამიანური ხედვა, სტრატეგიული კონტროლი და ბრენდის იდენტობის დაცვა. კომპანიაში ამბობენ, რომ მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ ტექნოლოგიური სიახლე, არამედ მისი გამოყენება სწორი მიზნისათვის. საბოლოოდ, ინოვაციურმა ფორმამ მესიჯი უფრო მკაფიო გახადა და ნათლად აჩვენა, თუ როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის მატარებელ საკომუნიკაციო ინსტრუმენტად იქცეს.

---

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

ინფორმაციას "თეგეტა ჰოლდინგი" ავრცელებს.

ბაკო ხელაძე - ირანში ისლამური რესპუბლიკის ყოფნა არ ყოფნის საკითხი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.01.2026
სესხის მართვა ერთი შეხებით: Scapp აპლიკაციას გადახდების ფუნქცია დაემატა
ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს ფრანგული დიპლომის მიღების შესაძლებლობა ექნებათ