უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს გაიმართება

უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს გაიმართება, - ინფორმაციას Politico უნგრეთის პრეზიდენტზე, ტომაშ შუიოკზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტომაშ შუიოკის განცხადებით, კონსტიტუციის შესაბამისად უნგრეთში 2026 წლის საყოველთაო არჩევნები დანიშნა, რომელიც კვირას, 12 აპრილს ჩატარდება.

„დემოკრატიის ერთ-ერთი საფუძველი თავისუფალი არჩევანის უფლებაა. ყველას მოვუწოდებ, რომ ეს უფლება გამოიყენონ“, - წერს უნგრეთის პრეზიდენტი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

Politico წინასაარჩევნო გამოკითხვების მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ პიტერ მაგიარის ოპოზიციური პარტია, „ტისა“ 49%-იანი მხარდაჭერით ლიდერობს, ხოლო უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მმართველ პარტია „ფიდესს“ 37%-იანი მხარდაჭერა აქვს.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო