„ოტელო“ და „დონ ჟუანი“ - დაბრუნება სცენაზე

15 იანვარს თეატრ სახელოსნო 42-ში მაყურებელი განახლებულ „ოტელოს“ იხილავს, სადაც მთავარ როლს შესანიშნავი მსახიობი, ნიკა კუჭავა ასრულებს.

2023 წლის სექტემბერში თეატრი სწორედ ამ სპექტაკლით გაიხსნა და მაყურებლის დიდი სიყვარულიც დაიმსახურა.

ლევან წულაძის შთამბეჭდავი დადგმა კიდევ ერთხელ შეახსენებს მხილველს, რომ ომი არამხოლოდ სამყაროს დამანგრეველი ძალაა, არამედ - ადამიანების დაშლის მდგომარეობა. ომიდან ადამიანები სახლში ბრუნდებიან, ცოცხალია მათი მეხსიერებაც. თუმცა ომისაგან დაღდასმული ადამიანების ჭრილობები უკვალოდ არსად ქრება... მკვლელობა დანაშაული აღარ არის, როდესაც თავად ფსიქოლოგიურად შეცვლილები ბრუნდებიან.

ვნება, სიყვარული, უკეთესი მომავლის იმედი? თუ ეჭვისა და შურისძიების გზების ძიება. მაყურებელს კიდევ ერთხელ მიეცემა ამ საკითხებზე თვითრეფლექსიის შესაძლებლობა...

ასევე, 20 იანვარს სცენაზე დაბრუნდება „დონ ჟუანი“, ჟან ბატისტ მოლიერის ცნობილი პიესის მიხედვით (პაატა პაპუაშვილი დონ ჟუანის როლში).

„არავინ იცის, ვინ ვარ სინამდვილეში და, რაც მთავარია, მე თვითონაც ვერ გავრკვეულვარ, ვინ ვარ“, − ეს არის ამბავი გმირის სულიერ კრიზისზე, ადამიანზე, რომელიც სიყვარულს ეძებს და ამ ძიებაში საკუთარ თავს კარგავს...

სპექტაკლი ადამიანურ სურვილებზე, ვნებებზე, შეცდომებზე მოგვითხობს და აქედან გამომდინარე − მძიმე სასჯელზეც. ეს შეშლილი თავგადასავალია ამ სამყაროში სიმართლისა თუ სიყვარულის აღმოჩენისკენ სწრაფვაზე.

დაწვრილებითი ინფორმაცია ამ თუ სხვა სპექტაკლებზე და ბილეთების შესახებ შეგიძლიათ, იხილოთ სამ სხვადასხვა პლატფორმაზე: Tkt.ge, Biletebi.ge, Ticketfactory42.ge

(R)

ბაკო ხელაძე - ირანში ისლამური რესპუბლიკის ყოფნა არ ყოფნის საკითხი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.01.2026
სესხის მართვა ერთი შეხებით: Scapp აპლიკაციას გადახდების ფუნქცია დაემატა
ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს ფრანგული დიპლომის მიღების შესაძლებლობა ექნებათ