ირაკლი კობახიძე - დიდი იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი დაიწყება შესაბამისი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებით - როდესაც ისინი ჩამოშორდებიან სისტემას, გაჩნდება სივრცე ჯანსაღი ძალებისთვის

პრინციპულად მნიშვნელოვანია ის პროცესი, რომელიც უნდა დაიწყოს საკონსტიტუციო სასამართლოში და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი დაიწყება შესაბამისი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, როდესაც გარკვეული პოლიტიკური ძალები ჩამოშორდებიან სისტემას, უკვე გაჩნდება სივრცე ჯანსაღი პოლიტიკური ძალებისთვის.

„ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ სისტემაში პროცესები განვითარდეს სწორი მიმართულებით და ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ პროცესების ჯანსაღი მიმართულებით განვითარებას შევუწყოთ ხელი. ამას ემსახურებოდა ის სარჩელი, რომელიც არის შეტანილი საკონსტიტუციო სასამართლოში, ასეთი პოლიტიკური ძალების ადგილი არ უნდა იყოს ჯანსაღ დემოკრატიულ სისტემაში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია ის პროცესი, რომელიც უნდა დაიწყოს საკონსტიტუციო სასამართლოში და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი დაიწყება შესაბამისი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებით. ეს პარტიები თავისი არსით არიან არაკონსტიტუციური, გამომდინარე იქიდან, რომ მათ მთელი ამ წლების განმავლობაში ამოძრავებთ არაკონსტიტუციური მიზნები. როდესაც ეს პოლიტიკური ძალები ჩამოშორდებიან სისტემას, უკვე გაჩნდება სივრცე ჯანსაღი პოლიტიკური ძალებისთვის. ასეთი ახალი პარტიები უნდა შეიქმნას, რომელიც დაიკავებენ კუთვნილ ადგილს დემოკრატიულ ჯანსაღ ქართულ სისტემაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო