ირაკლი კობახიძე - ევროკავშირს რეფორმირება სასიცოცხლოდ სჭირდება და იმედია, თავის თავში იპოვის ამის ძალას

რასაც ვლაპარაკობდით მთელი ამ წლების განმავლობაში, იმავეს იმეორებს ახლა პრეზიდენტი ტრამპი, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია - ევროკავშირს რეფორმირება სჭირდება სასიცოცხლოდ, იმედია, თავის თავში იპოვის ამის ძალას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ „უნდა მოხდეს ევროპის რეფორმირება“.

მისი თქმით, ის, რაზეც ტრამპი საუბრობს, არის უარყოფითი ტენდენციები, რომელიც ევროპაშია.

„ჩვენთვის ეს, რა თქმა უნდა, კარგია. რასაც ვლაპარაკობდით მთელი ამ წლების განმავლობაში, იმავეს იმეორებს ახლა პრეზიდენტი ტრამპი, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია. ეს არის რეალურად ის სინამდვილე, რომელიც არის შექმნილი ევროპაში, ეს არის ის უარყოფითი ტენდენციები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რაზეც დღეს საუბრობს ამერიკული ადმინისტრაცია.

ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ევროკავშირი თავის თავში იპოვის რეფორმირების ძალას. რეფორმირება სჭირდება ევროკავშირს, ეს ყველაფერი სჭირდება სასიცოცხლოდ, რამდენად იპოვის ამის ძალას ევროკავშირი და ევროპული ბიუროკრატია, ამას უკვე მომავალი დაგვანახებს“, - აღნიშნა კობახიძემ.

ბაკო ხელაძე - ირანში ისლამური რესპუბლიკის ყოფნა არ ყოფნის საკითხი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.01.2026
სესხის მართვა ერთი შეხებით: Scapp აპლიკაციას გადახდების ფუნქცია დაემატა
ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს ფრანგული დიპლომის მიღების შესაძლებლობა ექნებათ