ლელა ჯეჯელავა - უკან დასახევი გზა აღარ აქვს ირანში პროტესტს და უკან დასახევი გზა აღარ აქვს ტრამპს, რომელმაც თამასა ასწია და თქვა, რომ დახმარება გზაშია - ის აღარ მიდის მოლაპარაკებებზე, შეიძლება იყოს წერტილოვანი დარტყმები

უკან დასახევი გზა აღარ აქვს ირანში პროტესტს და უკან დასახევი გზა აღარ აქვს აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს, რომელმაც ძალიან მაღლა აწია თამასა, როდესაც ის ყოველ ჯერზე ამხნევებდა პროტესტანტებს და ეუბნებოდა, რომ დახმარება გზაშია, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ლელა ჯეჯელავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა “პოლიტიკურ სივრცეში” ირანში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

ჯეჯელავას თქმით, არა მარტო რეგიონში, არამედ მსოფლიოში ძალიან დიდი ცვლილებები იწყება, თუმცა ეს შეიძლება ხანგრძლივი პროცესი აღმოჩნდეს.

„ლარიჯანის განცხადება ძალიან ხისტი აღმოჩნდა, როდესაც მან პირდაპირ ტერორისტები უწოდა პროტესტის მონაწილეებს და ეს იყო, პრაქტიკულად, ნიშანი იმის, რომ მათზე ნადირობის სეზონი გამოცხადებული იყო. უკან დასახევი გზა აღარ აქვს პროტესტს და უკან დასახევი გზა აღარ აქვს აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს, რომელმაც ძალიან მაღლა აწია თამასა, როდესაც ის ყოველ ჯერზე ამხნევებდა პროტესტანტებს და ეუბნებოდა, რომ დახმარება გზაშია, მაგრამ დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მნიშვნელოვანია, როდის მოაღწევს ირანელებამდე ეს დახმარება.

თუმცაღა, ვიცით, რომ გარკვეული მოძრაობები იმასთან დაკავშირებით, რომ მოლაპარაკებები შემდგარიყო, სხვათა შორის, ირანელების ინიციატივით, იყო. დღეს ტრამპის განცხადებიდან უკვე ცხადი გახდა, რომ ის აღარ მიდის არანაირ მოლაპარაკებებზე. პრაქტიკულად, რომ შეესრულებინა პირობები, რომელიც შეერთებულმა შტატებმა ირანს დაუყენა, ყველაფერი უკვე დასრულებული იქნებოდა, ამიტომ ბუნებრივია, რომ ეს იქნება შეერთებული შტატების გადამწყვეტი შეტევა. აქ შეიძლება იყოს წერტილოვანი დარტყმები, შეიძლება იყოს სხვა ტიპის სამხედრო მოქმედებები, ალბათ, შეერთებულ შტატებს სტრატეგია უკვე დამუშავებული აქვს, მაგრამ, ფაქტია, რომ ჩვენ უკვე არა მარტო რეგიონში, არამედ მსოფლიოში ძალიან დიდი ცვლილებების წინაშე ვდგავართ.

გამოვთქვამ ფრთხილ ოპტიმიზმს, რომ ყველაფერი დასრულდება ძალიან კარგად, მაგრამ ეს შეიძლება ხანგრძლივი პროცესი იყოს და გარკვეული რისკები და გართულებები წარმოქმნას რეგიონში”, - განაცხადა ჯეჯელავამ.

ნიკოლოზ  ვაშაკიძე - მთელი ინტრიგა იმის გარშემო ტრიალებს, რას გადაწყვეტს აშშ - შეეცდება, დაალაგოს თანამშრომლობა „ოცნებასთან“, როგორც უალტერნატივო პოლიტიკურ ძალასთან, თუ ხელი შეუწყოს ხელისუფლების ცვლილებას
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო
2 წელი რობოტული ქირურგიის დანერგვიდან ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში - ინოვაცია, რომელმაც რეგიონის სამედიცინო რეალობა შეცვალა
CashBack-ის და Mastercard-ის საგაზაფხულო შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებს
„ვისოლმა“ „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებისთვის სპეციალური ფასდაკლება შექმნა
თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა მოსწავლეების დასაფინანსებლად საგრანტო კონკურსს აცხადებს
28 თებერვალი - განსაკუთრებული შეთავაზებები extra.ge-ზე