ეკა ბესელია - როგორც ჩანს, ღარიბაშვილი უფრო მძიმე შედეგს ელოდებოდა, რაც არის ის, რომ შეიძლება მისი ახლობელი ადამიანების მიმართ დაწყებულიყო სამართლებრივი დევნა - ეს აშკარა შურისძიებაა და ამას ხელს შეუწყობდა კობახიძის ჯგუფი

როგორც ჩანს, ღარიბაშვილმა აირჩია მძიმე გადაწყვეტილებებს შორის, ნაკლებად მძიმე - ეს არის აშკარა შურისძიება ღარიბაშვილის მიმართ და ამას ხელს შეუწყობდა ჯგუფი, რომელიც გავლენების მატარებელია, კობახიძის ჯგუფი,- ამის შესახებ „მართლმსაჯულების სახლის“ დამფუძნებელმა, ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში” ირაკლი ღარიბაშვილის დაკავების შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ღარიბაშვილის დაკავება მის მიმართ შურისძიებაა.

„როგორც ჩანს, ღარიბაშვილმა აირჩია მძიმე გადაწყვეტილებებს შორის, ნაკლებად მძიმე. ციხეში წახვიდე საკუთარი გადაწყვეტილებით, ხელი მოაწერო ბრალზე, არ მოითხოვო სასამართლო განხილვა, მარტივი არაა, მაგრამ, როგორც ჩანს, უფრო მძიმე შედეგს ელოდებოდა. ეს მძიმე შედეგი არაა მხოლოდ სასჯელი, შეიძლება კიდევ სხვა, ახლობელი ადამიანების მიმართ დამდგარიყო სამართლებრივი დევნის საკითხი.

ეს არის აშკარა შურისძიება ღარიბაშვილის მიმართ - ამას ხელს შეუწყობდა ჯგუფი, რომელიც გავლენების მატარებელია - კობახიძის ჯგუფი. მისი მოკლე, სამსიტყვიანი სამძიმრის დეპეშა, რომ წუხს და ადამიანურად სტკივა გული, ფარისევლურია. დარწმუნებული ვარ, მისი როლი დიდია, რომ ივანიშვილი ასე განეწყო ღარიბაშვილის მიმართ“,- განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, იმ ადამიანების სათავეში, ვინც ღარიბაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებში როლი შეასრულა, ირაკლი კობახიძეა.

„ადამიანები რაღაც ამბებს უყვებიან, ისტორიებს და რაღაც ჩანაწერებს, რასაც მისი გადაწყვეტილება ეყრდნობა. იმ ადამიანების სათავეში, ვინც ამ პროცესში ეს როლი შეასრულა, დარწმუნებული ვარ, იქნება კობახიძე და მისი ჯგუფი. გარედან ეს ყველაფერი იკითხება როგორც შურისძიება. სხვა კომპონენტებიც დაერთვებოდა - უნდობლობა, თუ რატომ არ არიან ლილუაშვილი და ღარიბაშვილი სანქცირებული, ხომ არ იყო ის მოღალატე. დარწმუნებული ვარ, ასე დაუხატავდნენ ივანიშვილს ღარიბაშვილის პიროვნებას, ეს განწყობები არის ის, რაც საკმარისი აღმოჩნდა, რომ მის წინააღმდეგ დევნა დაწყებულიყოო, თორემ ვის სჯერა, რომ ეს კორუფციასთან ბრძოლაა?“,- განაცხადა ბესელიამ.

ბაკო ხელაძე - ირანში ისლამური რესპუბლიკის ყოფნა არ ყოფნის საკითხი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.01.2026
სესხის მართვა ერთი შეხებით: Scapp აპლიკაციას გადახდების ფუნქცია დაემატა
ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს ფრანგული დიპლომის მიღების შესაძლებლობა ექნებათ