CBS News - ირანში დაღუპულთა რაოდენობა 12-დან 20 ათასამდეა

ირანში დაღუპულთა რაოდენობა 12-დან 20 ათასამდეა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეარხი CBS News-ი ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელთაგან ერთ-ერთი ირანშია.

CBS News-ის ინფორმაციით, ირანში მყოფმა წყარომ მათთან დარეკვა შეძლო და შეატყობინა, რომ აქტივისტების ჯგუფები პროტესტებიდან დაღუპულთა სრული სიების შედგენას ცდილობენ, ხოლო სამედიცინო წარმომადგენლების ანგარიშებზე დაყრდნობით, დაღუპულთა რიცხვი ამ მომენტისთვის 12-დან 20 ათასამდეა.

იგივე წყარომ აღნიშნა, რომ უშიშროების ძალები თეირანის მასშტაბით მრავალ კერძო საავადმყოფოს სტუმრობენ და პერსონალს ემუქრებიან, რომ პროტესტების დროს დაშავებულთა სახელები და მისამართები გადასცენ.

CBS News-ი აღნიშნავს, რომ მათ ვერ შეძლეს წყაროს მიერ მოწოდებული რიცხვის დამოუკიდებლად გადამოწმება, რასაც ის ფაქტიც ართულებს, რომ ირანის ხელისუფლებამ ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ინტერნეტზე წვდომა და სატელეფონო მომსახურება შეწყვიტა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო