ვენესუელაში აცხადებენ, რომ 400-ზე მეტი პატიმარი გაათავისუფლეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ვენესუელის პარლამენტის თავმჯდომარის, ხორხე როდრიგესის განცხადებით, ციხიდან პატიმრების გათავისუფლების მიზანს „მშვიდობიანი თანაცხოვრების“ ხელშეწყობა წარმოადგენს.
„მიღებულია გადაწყვეტილება ზოგიერთი პატიმრის გათავისუფლების შესახებ, არა პოლიტიკური პატიმრების, არამედ ზოგიერთი პოლიტიკოსის, ვინც კანონი და კონსტიტუცია დაარღვია, ადამიანების, რომლებიც ქვეყანაში შემოჭრის მოწოდებას აკეთებდნენ“, - აღნიშნა როდრიგესმა.
ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ხელისუფლების მიერ გათავისუფლებული პატიმრების რაოდენობა გაცილებით ნაკლებია და ხელისუფლებამ დაახლოებით, 60-70 ადამიანი გაათავისუფლა.