კონკურენციის სააგენტომ, კანონის მოთხოვნების დარღვევისა და კონცენტრაციების სააგენტოსათვის შეტყობინების წარდგენის გარეშე განხორციელების სამი ფაქტი გამოავლინა

კონკურენციის სააგენტომ, კანონის მოთხოვნების დარღვევისა და კონცენტრაციების სააგენტოსათვის შეტყობინების წარდგენის გარეშე განხორციელების სამი ფაქტი გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის სააგენტო ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, დარღვევები დადგინდა შპს „აითიენის“ მიერ შპს „ჰორეკა დელივერისა“ და შპს „გასტრონომ საქართველოს“ 20%-იანი წილების შეძენის, ასევე ა(ა)იპ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მიერ შპს „მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ (ახლა უკვე შპს „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი-მცხეთა“) 40%-იანი წილის შეძენის ფაქტებზე.

„წინასწარ შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციების სააგენტოს გვერდის ავლით შესაძლო განხორციელების ფაქტების გამოვლენისა და მათზე „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემდგომი რეაგირების ფარგლებში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, 2025 წლის IV კვარტალში, 3 შემთხვევაში კანონის მოთხოვნების დარღვევისა და კონცენტრაციების სააგენტოსათვის შეტყობინების წარდგენის გარეშე განხორციელების ფაქტი გამოავლინა.

სააგენტოს გვერდის ავლით განხორციელებული სამი კონცენტრაციის ფაქტზე შესაბამისი ვალდებულების მქონე პირებს ჯამურად 70 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრათ.

აღნიშნული სამი შემთხვევიდან ორში შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების მქონე პირი იდენტური იყო. მათ განხორციელებული კონცენტრაციების თაობაზე შეტყობინების სააგენტოში წარდგენა დაევალათ.

დარღვევები დადგინდა შპს „აითიენის“ მიერ შპს „ჰორეკა დელივერისა“ და შპს „გასტრონომ საქართველოს“ 20%-იანი წილების შეძენის, ასევე ა(ა)იპ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მიერ შპს „მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ (ახლა უკვე შპს „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი-მცხეთა“) 40%-იანი წილის შეძენის ფაქტებზე.

სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის GCCA-ის გვერდის ავლით, მის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირები ჯარიმდებიან. GCCA-სთვის წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ჯამური ერთობლივი შემოსავალი საქართველოს ტერიტორიაზე, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მლნ ლარს აღემატება და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი 5 მლნ ლარზე მეტია. კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვის საფასურია 5000 ლარი.

GCCA-ის მიერ 2025 წელს თანხმობა გაიცა 18 კონცენტრაციაზე, 1-შეტყობინებასთან დაკავშირებით კი საქმის შესწავლა მიმდინარე რეჟიმშია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბაკო ხელაძე - ირანში ისლამური რესპუბლიკის ყოფნა არ ყოფნის საკითხი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.01.2026
ვიზიტორთა სავალდებულო დაზღვევამ „არდის“ მრავალწლიანი გამოცდილების პროდუქტზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა
სასტუმრო „პაბელონი“: თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ქართული მასპინძლობა
სესხის მართვა ერთი შეხებით: Scapp აპლიკაციას გადახდების ფუნქცია დაემატა
ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს ფრანგული დიპლომის მიღების შესაძლებლობა ექნებათ