იულია ტიმოშენკო მისი პარტიის ოფისში ჩხრეკის ჩატარების ფაქტს ადასტურებს

უკრაინელი პოლიტიკოსი და პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო პარტიის ოფისში ჩხრეკის ჩატარების ფაქტს ადასტურებს.

„ახლახან „ბატკივშინას“ პარტიის ოფისში ე.წ. სასწრაფო საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და კანონთან საერთო არაფერი აქვს. ოცდაათზე მეტმა შეიარაღებულმა პირმა, ყოველგვარი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე, შენობა დაიკავა და თანამშრომლები ფაქტობრივად მძევლად აიყვანა“, - წერს ტიმოშენკო „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

მისი თქმით, ჩხრეკა სასამართლოს ბრძანების გარეშე ჩატარდა და ანტიკორუფციული სააგენტოების თანამშრომლებმა „ვერაფერი იპოვეს“.

„ყველა აბსურდულ ბრალდებას კატეგორიულად უარვყოფ. როგორც ჩანს, არჩევნები გაცილებით ახლოსაა, ვიდრე აქამდე გვეგონა. ვიღაცამ კონკურენტების მოშორება გადაწყვიტა“, - წერს ტიმოშენკო.

ცნობისთვის, გუშინ საღამოს უკრაინულმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალურმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ კორუფციის ბრალდებით იულია ტიმოშენკოს პარტიის ოფისში ჩხრეკა ჩაატარა.

ანტიკორუფციულ სააგენტოებში განაცხადეს, რომ ერთ-ერთი საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი კონკრეტული კანონპროექტების მხარდასაჭერად ან მათ წინააღმდეგ ხმის მისაცემად, დეპუტატებს ქრთამს სთავაზობდა.

ადგილობრივი მედია უკრაინის სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურის პრესსპიკერზე, ოლგა პოსტოლიუკზე დაყრდნობით წერს, რომ სააგენტომ ტიმოშენკოს ეჭვის შესახებ უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 369-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად აცნობა.

ნიკოლოზ  ვაშაკიძე - მთელი ინტრიგა იმის გარშემო ტრიალებს, რას გადაწყვეტს აშშ - შეეცდება, დაალაგოს თანამშრომლობა „ოცნებასთან“, როგორც უალტერნატივო პოლიტიკურ ძალასთან, თუ ხელი შეუწყოს ხელისუფლების ცვლილებას
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო
2 წელი რობოტული ქირურგიის დანერგვიდან ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში - ინოვაცია, რომელმაც რეგიონის სამედიცინო რეალობა შეცვალა
CashBack-ის და Mastercard-ის საგაზაფხულო შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებს
„ვისოლმა“ „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებისთვის სპეციალური ფასდაკლება შექმნა
თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა მოსწავლეების დასაფინანსებლად საგრანტო კონკურსს აცხადებს
28 თებერვალი - განსაკუთრებული შეთავაზებები extra.ge-ზე