Reuters - ირანმა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის მოკავშირეები გააფრთხილა, რომ თუ ვაშინგტონი ირანს თავს დაესხმება, მათ ტერიტორიაზე აშშ-ის ბაზებს დაარტყამს

თეირანმა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის მოკავშირეები გააფრთხილა, რომ თუ ვაშინგტონი ირანს თავს დაესხმება, მათ ტერიტორიაზე აშშ-ის ბაზებს დაარტყამს, - ამის შესახებ Reuters-ს ირანელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომიტინგეების მხარდასაჭერად ჩარევით დაიმუქრა.

ირანელმა ოფიციალურმა პირმა, ანონიმურობის დაცვის პირობით, გამოცემას განუცხადა, რომ თეირანმა აშშ-ის მოკავშირეებს სთხოვა ვაშინგტონის ირანზე თავდასხმას ხელი შეუშალონ.

„თეირანმა რეგიონის ქვეყნებს, საუდის არაბეთიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან დაწყებული თურქეთით დამთავრებული, განუცხადა, რომ აშშ-ის ბაზებს ამ ქვეყნებში თავს დაესხმებიან, თუ აშშ მიზანში ამოიღებს ირანს“, - განაცხადა ოფიციალურმა პირმა.

მისი თქმით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩსა და აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს შორის პირდაპირი კონტაქტები შეჩერებულია, რაც მზარდი დაძაბულობის ასახვაა.

ამასთან, ისრაელელმა ოფიციალურმა პირმა Reuters-ს განუცხადა, რომ ისრაელის შეფასებით, ტრამპმა გადაწყვიტა ჩარევა, თუმცა ამ ქმედების მასშტაბი და დრო გაურკვეველი რჩება.

მეორე ისრაელურმა წყარომ, მთავრობის წარმომადგენელმა, განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს უსაფრთხოების კაბინეტს სამშაბათს გვიან ღამით მიაწოდეს ინფორმაცია ირანში რეჟიმის დაშლის ან აშშ-ის ჩარევის შანსების შესახებ.

ნიკოლოზ  ვაშაკიძე - მთელი ინტრიგა იმის გარშემო ტრიალებს, რას გადაწყვეტს აშშ - შეეცდება, დაალაგოს თანამშრომლობა „ოცნებასთან“, როგორც უალტერნატივო პოლიტიკურ ძალასთან, თუ ხელი შეუწყოს ხელისუფლების ცვლილებას
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო
2 წელი რობოტული ქირურგიის დანერგვიდან ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში - ინოვაცია, რომელმაც რეგიონის სამედიცინო რეალობა შეცვალა
CashBack-ის და Mastercard-ის საგაზაფხულო შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებს
„ვისოლმა“ „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებისთვის სპეციალური ფასდაკლება შექმნა
თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა მოსწავლეების დასაფინანსებლად საგრანტო კონკურსს აცხადებს
28 თებერვალი - განსაკუთრებული შეთავაზებები extra.ge-ზე