ირაკლი კობახიძე - შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის გარეშე რთული იქნებოდა ჩვენი ენერგორესურსების სრულად გამოყენება, მოხარული ვართ, რომ ევროკომისიამ ეს პროექტი ჩართო თავის პრიორიტეტების ნუსხაში

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს მივიჩნევთ ტრანსფორმაციულ პროექტად, ამ პროექტის განხორციელების გარეშე რთული იქნებოდა ჩვენთვის ჩვენი ენერგორესურსების სრულად გამოყენება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის ფარგლებში გამართულ ლიდერთა დიალოგზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომლის მთავარი თემა იყო „შუა დერეფანი - ევროპისა და აზიის დაკავშირება ენერგიის მეშვეობით“.

პრემიერის თქმით, ეს არის ერთობლივად საინტერესო პროექტი, რომლის საშუალებითაც საქართველო გაზრდის წარმადობას გენერაციის მიმართულებით.

„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს მივიჩნევთ ტრანსფორმაციულ პროექტად. ძალიან ამბიციური და რეალისტური პროექტია. ჩავატარეთ ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა. ეს პროექტი ტექნიკურად განხორციელებადია, ამიტომ, ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებთ ამ მიმართულებას. შავი ზღვის კაბელი 1155 კილომეტრის სიგრძისაა და დააკავშირებს საქართველოს ევროპულ ენერგობაზართან. განსაკუთრებით, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, რუმინეთის გავლით. ჩვენ გავზრდით ჩვენს წარმადობას გენერაციის მიმართულებით და ექსპორტისთვის გვექნება გამომუშავებული ელექტროენერგია. ევროპაში სხვა ბაზრებზეც გავალთ. ამ პროექტის განხორციელების გარეშე რთული იქნებოდა ჩვენთვის ჩვენი ენერგორესურსების სრულად გამოყენება. ამიტომ, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ პროექტს და გვიხარია, რომ ევროკომისიამ ეს პროექტი ჩართო თავის პრიორიტეტების ნუსხაში. ეს არის საერთო ინტერესების პროექტი და კიდევ უფრო ოპტიმისტურად ვართ ამ პროექტის განხორციელების მიმართ განწყობილები“, - განაცხადა პრემიერმა.

ნიკოლოზ  ვაშაკიძე - მთელი ინტრიგა იმის გარშემო ტრიალებს, რას გადაწყვეტს აშშ - შეეცდება, დაალაგოს თანამშრომლობა „ოცნებასთან“, როგორც უალტერნატივო პოლიტიკურ ძალასთან, თუ ხელი შეუწყოს ხელისუფლების ცვლილებას
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო
2 წელი რობოტული ქირურგიის დანერგვიდან ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში - ინოვაცია, რომელმაც რეგიონის სამედიცინო რეალობა შეცვალა
CashBack-ის და Mastercard-ის საგაზაფხულო შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებს
„ვისოლმა“ „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებისთვის სპეციალური ფასდაკლება შექმნა
თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა მოსწავლეების დასაფინანსებლად საგრანტო კონკურსს აცხადებს
28 თებერვალი - განსაკუთრებული შეთავაზებები extra.ge-ზე