ევროკომისიამ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების პაკეტი წარადგინა

ევროკომისიამ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების პაკეტი წარადგინა. ინფორმაციას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

„დღეს ევროკომისიამ საკანონმდებლო წინადადებები მიიღო, რათა 2026-2027 წლებში უკრაინისთვის უწყვეტი ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყოს. ეს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ომში უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად მნიშვნელოვანი ეტაპია“, - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

90 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტიდან ევროკომისია 60 მილიარდ ევროს უკრაინის სამხედრო ხარჯებისთვის გამოყოფს, ხოლო 30 მილიარდი უკრაინის ბიუჯეტის მხარდაჭერას მოხმარდება.

„მხარდაჭერა უკრაინას დაეხმარება, რომ თავისი თავდაცვითი შესაძლებლობები გააძლიეროს და სახელმწიფო და საჯარო სერვისების ხანგრძლივი ფუნქციონირება უზრუნველყოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე, განცხადების თანახმად, ევროკომისია სესხის დასაფარად გაყინული რუსული აქტივების გამოყენების უფლებას იტოვებს.

შეგახსენებთ, ევროპულმა საბჭომ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფას მხარი გასული წლის დეკემბერში გამართულ სამიტზე დაუჭირა.

ნიკოლოზ  ვაშაკიძე - მთელი ინტრიგა იმის გარშემო ტრიალებს, რას გადაწყვეტს აშშ - შეეცდება, დაალაგოს თანამშრომლობა „ოცნებასთან“, როგორც უალტერნატივო პოლიტიკურ ძალასთან, თუ ხელი შეუწყოს ხელისუფლების ცვლილებას
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო
2 წელი რობოტული ქირურგიის დანერგვიდან ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში - ინოვაცია, რომელმაც რეგიონის სამედიცინო რეალობა შეცვალა
CashBack-ის და Mastercard-ის საგაზაფხულო შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებს
„ვისოლმა“ „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებისთვის სპეციალური ფასდაკლება შექმნა
თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა მოსწავლეების დასაფინანსებლად საგრანტო კონკურსს აცხადებს
28 თებერვალი - განსაკუთრებული შეთავაზებები extra.ge-ზე