პრემიერი - საქართველო მდიდარია ჰიდრორესურსებით, გვინდა, 2.5-ჯერ გაიზარდოს წარმადობა გენერაციის  მიმართულებით, გვაქვს შესაძლებლობა, მოვიზიდოთ ინვესტიციები ჰიდროენერგეტიკულ სფეროში, მზის და ქარის ენერგიის სფეროში

საქართველო მდიდარია ჰიდრორესურსებით. ჩვენ მხოლოდ 20%-ს ვიყენებთ ამ ჰიდრორესურსების, რაც ძალიან დიდ შესაძლებლობას ქმნის ჩვენთვის, განვავითაროთ ეს სექტორი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბუ-დაბის მდგრადი

განვითარების კვირეულის ფარგლებში გამართულ ლიდერთა დიალოგზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომლის მთავარი თემა იყო - შუა დერეფანი - ევროპისა და აზიის დაკავშირება ენერგიის მეშვეობით.

მთავრობის მეთაურმა ენერგეტიკის სექტორის განვითარების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ენერგეტიკის სექტორის განვითარებას ქვეყანაში. საქართველო მდიდარია ჰიდრორესურსებით. ჩვენ მხოლოდ 20%-ს ვიყენებთ ამ ჰიდრორესურსების, რაც ძალიან დიდ შესაძლებლობას ქმნის ჩვენთვის, რომ განვავითაროთ ეს სექტორი. ჩვენ განსაკუთრებული გეგმა გვაქვს ამ მიმართულებით ენერგოსექტორის განვითარებისთვის, ეს არის ჩვენი არსებული გეგმა 2026 წლის განმავლობაში. გვინდა, რომ გენერაციის წარმადობა 2.5-ჯერ გაიზარდოს. ეს არის ამბიციური გეგმა. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ მოვიზიდოთ ინვესტორები. ეს ძალიან სასარგებლო იქნება ჰიდროენერგეტიკულ სექტორში ინვესტირებისთვის საქართველოში“, - აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ ისაუბრა ინვესტიციების მოზიდვაზე მზის და ქარის ენერგიის სფეროში.

„ასევე, შეგვიძლია მოვიზიდოთ ინვესტიციები მზის და ქარის ენერგიის სფეროში და გეგმაც არსებობს ამისთვის. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები გვაქვს განხორციელებული მთავრობის და ეკონომიკის სამინისტროს მიმართულებით. ამიტომ, ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი ამ თემასთან დაკავშირებით. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ სრული თვითკმარობა შევქმნათ 2030 წლისთვის და ევროპულ ბაზარზე გავიტანოთ გამომუშავებული ენერგია. ამისთვის ძალიან დიდი შესაძლებლობები არსებობს და მიმაჩნია, რომ ეს პერსპექტივა 2026 წელს იქნება გამოყენებული და ექსპორტზე გავალთ ევროპულ ბაზარზე“, - განაცხადა პრემიერმა.

ნიკოლოზ  ვაშაკიძე - მთელი ინტრიგა იმის გარშემო ტრიალებს, რას გადაწყვეტს აშშ - შეეცდება, დაალაგოს თანამშრომლობა „ოცნებასთან“, როგორც უალტერნატივო პოლიტიკურ ძალასთან, თუ ხელი შეუწყოს ხელისუფლების ცვლილებას
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო
2 წელი რობოტული ქირურგიის დანერგვიდან ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში - ინოვაცია, რომელმაც რეგიონის სამედიცინო რეალობა შეცვალა
CashBack-ის და Mastercard-ის საგაზაფხულო შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებს
„ვისოლმა“ „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებისთვის სპეციალური ფასდაკლება შექმნა
თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა მოსწავლეების დასაფინანსებლად საგრანტო კონკურსს აცხადებს
28 თებერვალი - განსაკუთრებული შეთავაზებები extra.ge-ზე