კირ სტარმერი - ირანელი ხალხის სიმამაცესა და მათი სასოწარკვეთილი რეჟიმის სისასტიკეს შორის კონტრასტი არასდროს ყოფილა უფრო მკაფიო - მოკავშირეებთან ერთად ახალ სანქციებზე ვმუშაობთ

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ირანში მომიტინგეების მიმართ რეპრესიები და მათი მკვლელობა დაგმო.

„მინდა, უმკაცრესად დავგმო ირანში მომიტინგეების მიმართ ამაზრზენი რეპრესიები და მათი მკვლელობები. ირანელი ხალხის სიმამაცესა და მათი სასოწარკვეთილი რეჟიმის სისასტიკეს შორის კონტრასტი არასდროს ყოფილა უფრო მკაფიო“, - განაცხადა სტარმერმა პარლამენტში.

მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო, მოკავშირეებთან ერთად, ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე მუშაობს.

„მოკავშირეებთან ერთად ვმუშაობთ შემდგომ სანქციებზე და ყველაფერს ვაკეთებთ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეების დასაცავად“, - აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერმა.

ნიკოლოზ  ვაშაკიძე - მთელი ინტრიგა იმის გარშემო ტრიალებს, რას გადაწყვეტს აშშ - შეეცდება, დაალაგოს თანამშრომლობა „ოცნებასთან“, როგორც უალტერნატივო პოლიტიკურ ძალასთან, თუ ხელი შეუწყოს ხელისუფლების ცვლილებას
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო
2 წელი რობოტული ქირურგიის დანერგვიდან ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში - ინოვაცია, რომელმაც რეგიონის სამედიცინო რეალობა შეცვალა
CashBack-ის და Mastercard-ის საგაზაფხულო შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებს
„ვისოლმა“ „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებისთვის სპეციალური ფასდაკლება შექმნა
თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა მოსწავლეების დასაფინანსებლად საგრანტო კონკურსს აცხადებს
28 თებერვალი - განსაკუთრებული შეთავაზებები extra.ge-ზე