ირაკლი კობახიძე - თავის დროზე უკრაინელი მაღალჩინოსნების ნებისმიერი განცხადება კონკრეტული სეგმენტის მხრიდან აღიქმებოდა, როგორც უტყუარი ჭეშმარიტება, თუმცა გაირკვა, რომ ამ ადამიანებს თურმე ამოძრავებდათ ძალიან საინტერესო მანკიერი ზრახვები

ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენ ბოლომდე დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები და მთავარია, ყველგან გავარკვიოთ, სად არის სიმართლე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „უკრაინის უსაფრთხოების ძალების მიერ დავით არახამიას ოფისში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით“ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კონკრეტული ადამიანების უკან იდგა კონკრეტული მანკიერი ინტერესები და ამის გამოხატულებაა ის პროცესები, რომლებიც ახლა წარიმართება უკრაინაში.

„გახსოვთ, რომ კონკრეტული ადამიანები იყვნენ საქართველოში გმირებად გამოცხადებული კონკრეტული ჯგუფების მხრიდან, ესენი არიან რადიკალური ჯგუფები და ახლა ამ ადამიანების დიდი ნაწილი არის ზოგი კორუფციაში მხილებული, ზოგი სხვა გადაცდომაში. ჩვენ ყოველთვის ვეუბნებოდით სიმართლეს ქართულ საზოგადოებას და აქაც ირკვევა ის, რომ რასაც ჩვენ ვამბობდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ის ყოფილა თურმე სიმართლე. კონკრეტული ადამიანების უკან იდგა კონკრეტული მანკიერი ინტერესები და ამის გამოხატულებაა ის პროცესები, რომლებიც ახლა წარიმართება უკრაინაში. ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენ ბოლომდე დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები და მთავარია, ყველგან გავარკვიოთ, სად არის სიმართლე, ვინც არ უნდა ამბობდეს სხვა რამეს, მთავარია, სად არის სიმართლე. თავის დროზე განსხვავებული დამოკიდებულება იყო უკრაინელი მაღალჩინოსნების განცხადებების მიმართ. ნებისმიერი მათი განცხადება კონკრეტული სეგმენტის მხრიდან აღიქმებოდა, როგორც უტყუარი ჭეშმარიტება, თუმცა გაირკვა, რომ ამ ადამიანებს ამოძრავებდათ თურმე ძალიან საინტერესო მანკიერი ზრახვები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძემ უპასუხა კითხვას არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ და განაცხადა, რომ „რისთვისაც გამოიყენებოდა თავის დროზე ამერიკული ინსტრუმენტები - USAID-ი, NED-ი და სხვა ფონდები, იმავე მიზნით გამოიყენება ახლა ევროპული ინსტიტუტები". მისი თქმით, „ძალიან სამწუხაროა, როდესაც პრაქტიკა არ იცვლება, მიუხედავად იმისა, რომ ეს მანკიერი პრაქტიკა არის თავიდან ბოლომდე გაშიშვლებული“.

„ჩვენ, მთელი ამ წლების განმავლობაში, ვსაუბრობდით არაფორმალურ ძალებზე, რომლებიც არსებითი გავლენით სარგებლობენ ევროკავშირზე, თავის დროზე, კიდევ უფრო არსებითი იყო მათი გავლენა აშშ-ზე. ახლა ერთგვარი ბრძოლის მოწმენი ვართ ამერიკის შეერთებული შტატების შიგნით და ვნახოთ, რით დასრულდება საბოლოო ჯამში ეს ბრძოლა, თუმცა ფაქტია, რისთვისაც გამოიყენებოდა თავის დროზე ამერიკული ინსტრუმენტები, USAID-ი, NED-ი და სხვა ფონდები, იმავე მიზნით გამოიყენება ახლა ევროპული ინსტიტუტები. რაც რა თქმა უნდა, ზოგადად, ძალიან სამწუხაროა, როდესაც პრაქტიკა არ იცვლება, მიუხედავად იმისა, რომ ეს მანკიერი პრაქტიკა არის თავიდან ბოლომდე გაშიშვლებული. ჩვენ მთავარია, რომ ჩვენი მექანიზმები დავუპირისპიროთ ამ მახინჯ პრაქტიკას და უხეშ ჩარევას სხვადასხვა ქვეყნის შიდა საქმეებში, შიდა პოლიტიკურ საკითხებში, დემოკრატიულ სისტემებში. ჩვენ გვაქვს მიღებული „გამჭვირვალობის შესახებ" კანონი, რომელიც გვიცავს, სწორედ, ასეთი მახინჯი პრაქტიკისგან. ჩვენ გვაქვს მიღებული „გრანტების შესახებ" კანონი, ე.წ. „ფარას კანონი" და რა თქმა უნდა, ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, სწორედ ასეთი ტიპის გარე ჩარევებისგან",- განაცხადა პრემიერმა.

ბაკო ხელაძე - ირანში ისლამური რესპუბლიკის ყოფნა არ ყოფნის საკითხი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.01.2026
ვიზიტორთა სავალდებულო დაზღვევამ „არდის“ მრავალწლიანი გამოცდილების პროდუქტზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა
სასტუმრო „პაბელონი“: თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ქართული მასპინძლობა
სესხის მართვა ერთი შეხებით: Scapp აპლიკაციას გადახდების ფუნქცია დაემატა
ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს ფრანგული დიპლომის მიღების შესაძლებლობა ექნებათ