ალექსი პეტრიაშვილი - დონალდ ტრამპი ძალიან ახლოს არის ირანზე დარტყმის განხორციელებასთან, თუმცა არსებობს კითხვები როგორ და როდის გააკეთებს ამას - ამ ეტაპზე ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ჯერ მხოლოდ სამზადისი მიმდინარეობს

„რონდელის ფონდის“ უფროსი მკვლევრის, ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანზე დარტყმის განხორციელებასთან ძალიან ახლოს არის.

ალექსი პეტრიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ დონალდ ტრამპის განცხადებებსა და ირანის გარშემო არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

პეტრიაშვილის შეფასებით, ტრამპის განცხადებებისა და მისი ადმინისტრაციის გარემოცვის გზავნილებიდან გამომდინარე, ირანზე დარტყმის განხორციელების ალბათობა მაღალია, თუმცა კვლავ გაურკვეველია, რა ფორმით და რა დროს შეიძლება ეს მოხდეს.

„დონალდ ტრამპის განცხადებებიდან გამომდინარე, მისი ადმინისტრაციის და გარემოცვის განაცხადებიდან გამომდინარე, დონალდ ტრამპი ძალიან ახლოს არის ირანზე დარტყმის განხორციელებასთან არსებობს კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ და როდის განახორციელებს. როგორ განვითარდება პროცესები, ეს ძალიან რთული განსაჭვრეტია. ირანი თვითონ არის ძალიან კომპლექსური, მრავალეთნიკური და მრავალმილიონიანი მოსახლეობით. რეალურად, სერიოზულად უჭირავს ხელში ვითარება ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსს. ისინი წავიდნენ იმაზე, რაც დიქტატორების ბოლო ფაზაა. შეიძლება ბოლო ფაზა გამტკიცდეს და გარკვეული დროის მანძილზე გაგრძელდეს ან დასრულდეს სისხლიანი დაპირისპირებით.

მსოფლიო ელოდება იმ განაჩენების აღსრულებას, რომელიც გამოაცხადა ირანის ხელისუფლებამ“,- განაცხადა პეტრიაშვილმა.

ალექსი პეტრიაშვილის შეფასებით, არსებული ვითარება აჩვენებს, რომ ამ ეტაპზე ირანზე სამხედრო თავდასხმისთვის მხოლოდ სამზადისი მიმდინარეობს და პარალელურად განიხილება დიპლომატიური გზებით ვითარების დარეგულირების შესაძლებლობაც, თუმცა ექსპერტის აზრით, ბოლო მოვლენების ფონზე რთულია იმის წარმოდგენა, რეალურად რას შეიძლება ნიშნავდეს დიპლომატიური გამოსავალი.

„აშშ-ის დარტყმასთან დაკავშირებით არის სირთულეები. მას სჭირდება მომზადება, შესაბამისი სამხედრო მომზადება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ეს არ არის ისრაელ-ირანის 12-დღიანი ომი. ახლა აშშ-ს აქვს ლიდერობა ამ საკითხში, ხოლო ისრაელი მზად არის, ამერიკას დაეხმაროს. აშშ-ის პრეზიდენტს წარუდგინეს 50 ობიექტის სია, რომელიც არის მთავარი სამიზნე. ეს არის უსაფრთხოების სამსახურის ბაზები, შეიარაღებული ძალების ბაზები, აეროდრომები...

ტრამპი აცხადებს, რომ მათთვის ცნობილია ირანის სულიერი ლიდერის ადგილსამყოფელი. ამბობენ, რომ ის გაყვანილია თეირანიდან და იმყოფება ბუნკერში. ამ ეტაპზე ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ჯერ მხოლოდ სამზადისი მიმდინარეობს (ირანზე სამხედრო თავდასხმის). განიხილება დიპლომატიური ურთიერთობის გზებითაც ამ სიტუაციის ჩაცხრობა, მაგრამ იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მოხდა, რთული წარმოსადგენია, რას ნიშნავს დიპლომატიური გზები.

ამ დროისთვის, ძალიან რთულია რამეზე საუბარი. მაღალია ალბათობა იმისა, რომ დონალდ ტრამპი განახორციელებს დარტყმას“,- განაცხადა პეტრიაშვილმა.

ნიკოლოზ  ვაშაკიძე - მთელი ინტრიგა იმის გარშემო ტრიალებს, რას გადაწყვეტს აშშ - შეეცდება, დაალაგოს თანამშრომლობა „ოცნებასთან“, როგორც უალტერნატივო პოლიტიკურ ძალასთან, თუ ხელი შეუწყოს ხელისუფლების ცვლილებას
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო
2 წელი რობოტული ქირურგიის დანერგვიდან ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში - ინოვაცია, რომელმაც რეგიონის სამედიცინო რეალობა შეცვალა
CashBack-ის და Mastercard-ის საგაზაფხულო შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებს
„ვისოლმა“ „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებისთვის სპეციალური ფასდაკლება შექმნა
თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა მოსწავლეების დასაფინანსებლად საგრანტო კონკურსს აცხადებს
28 თებერვალი - განსაკუთრებული შეთავაზებები extra.ge-ზე