ფერეიდნელი ქართველი - ქალაქ მარტყოფში მსხვერპლი არ არის, მაგრამ იაზდანშაჰრში არის 250 ადამიანი დაღუპული, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ქართველია - მხოლოდ ირანიდან შეუძლიათ დარეკვა, საქართველოდან ვერ ვუკავშირდებით ჩვენს ოჯახებს

ფერეიდანში, ქალაქ მარტყოფში მსხვერპლი არ არის, მაგრამ ქალაქ იაზდანშაჰრში არის 250 ადამიანი დაღუპული, მოსახლეობის დიდი ნაწილი

არის ქართველი, ასევე, ისპაჰანში და თეირანში რაც ახლა ვიცით, 20-ზე მეტია დაღუპული ფერეიდნელების რაოდენობა,- ამის შესახებ ფერეიდნელმა ქართველმა, იურისტმა ანდრო ლაჩინანმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, ირანში საპროტესტო აქციების დროს, ბოლო ინფორმაციით, 12 ათასი ადამიანია დაღუპული, თუმცა მისივე განცხადებით, ეს მხოლოდ დიდი ქალაქების მონაცემია.

„ბოლო ინფორმაციით, დადასტურებულია 12 ათასი მსხვერპლი, თუმცა მეტი იქნება, ეს აქცია დაახლოებით 200 ქალაქში მიმდინარეობს. პატარა ქალაქების ინფორმაცია ჯერ დაზუსტებული არაა. 20 ათასი არის დაკავებული. ესეც მხოლოდ დიდი ქალაქების მონაცემებია. თითქმის ყველა ზღვარს გადასცდა ხელისუფლება, თუ შემიძლია ასე ვუწოდო სისტემას, რეჟიმს, რომელიც ამ სისასტიკით იყენებს თავისი ერის წინააღმდეგ ძალას“,- განაცხადა ანდრო ლაჩინანმა.

გარდა ამისა, ანდრო ლაჩინანის თქმით, ირანში მყოფებს მხოლოდ თავად შეუძლიათ დარეკვა და საქართველოდან მათ ვერ უკავშირდებიან.

„ფერეიდანში ვაშლოვანზე და ჩუღურეთზე ინფორმაცია არ მაქვს. ქალაქ მარტყოფში მსხვერპლი არ არის, მაგრამ ქალაქ იაზდანშაჰრში არის 250 ადამიანი დაღუპული, მოსახლეობის დიდი ნაწილი არის ქართველი, ასევე ისპაჰანში და თეირანში რაც ახლა ვიცით, 20-ზე მეტია დაღუპული ფერეიდნელების რაოდენობა.

მხოლოდ ირანიდან შეუძლიათ დარეკვა, აქედან ვერ ვუკავშირდებით ჩვენს ოჯახებს, იქიდანაც რომ გვიკავშირდებიან, მაქსიმუმ ნახევარი წუთი ან ერთი წუთი შეუძლიათ საუბარი. გუშინ ვესაუბრე ჩემს დას და მხოლოდ ამის თქმა შეუძლიათ: „კარგად ვართ, ცოცხლები ვართ“,- განაცხადა ანდრო ლაჩინანმა.

ბაკო ხელაძე - ირანში ისლამური რესპუბლიკის ყოფნა არ ყოფნის საკითხი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.01.2026
ვიზიტორთა სავალდებულო დაზღვევამ „არდის“ მრავალწლიანი გამოცდილების პროდუქტზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა
სასტუმრო „პაბელონი“: თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ქართული მასპინძლობა
სესხის მართვა ერთი შეხებით: Scapp აპლიკაციას გადახდების ფუნქცია დაემატა
ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს ფრანგული დიპლომის მიღების შესაძლებლობა ექნებათ