კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო თხილის ბაზრის მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს შეფასებით, თხილის მთლიანი ბაზრის შემთხვევაში, 2021-2024 წლებში ექსპორტის მოცულობის კლების შემდეგ, 2025 წელს ექსპორტის ზრდა ფიქსირდება.

სააგენტოს ცნობით, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული პროდუქტის რაოდენობა 18%-მდეა გაზრდილი. დამატებით, მცირე კლება ფიქსირდება HHI ინდექსსა და წამყვანი კომპანიების საბაზრო წილებში.

„ამასთან, სახეზეა პროდუქტზე საშუალო ფასების ზრდის ტენდენცია: 2020-2022 წლებში საშუალო ფასის კლების შედეგად, ყველაზე დაბალი ფასი 2022 წელს - კგ-ზე 13 ლარამდე დაფიქსირდა. ექსპორტის ღირებულება 2024 წლისათვის 17 ლარამდე გაიზარდა, ხოლო 2025 წელს 1 კგ-ის ფასმა 23.4 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის 10 თვის მაჩვენებელთან შედარებით 35%-იანი ზრდაა. სააგენტოს შეფასებით, თხილის ბაზარზე არ იკვეთება კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის რისკები - ბაზრის ექსპორტის დონე ხასიათდება კონცენტრაციის დაბალი ხარისხით, ექსპორტიორი ეკონომიკური აგენტების სიმრავლით და ადგილი არ აქვს დომინანტურ მდგომარეობას. კონკურენტული გარემოს შეფასების მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ თხილის ბაზრის მონიტორინგი 2023 წელს დაიწყო. საქართველოდან თხილის ექსპორტი ყველაზე დიდი ოდენობით იტალიაში ხორციელდება, შემდეგ მოდის - გერმანია, ესპანეთი, სომხეთი და სხვ. GCCA-ი თხილის, ისევე როგორც სხვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაზრების მონიტორინგს განაგრძობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
ვიზიტორთა სავალდებულო დაზღვევამ „არდის“ მრავალწლიანი გამოცდილების პროდუქტზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა
სასტუმრო „პაბელონი“: თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ქართული მასპინძლობა
სესხის მართვა ერთი შეხებით: Scapp აპლიკაციას გადახდების ფუნქცია დაემატა
ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს ფრანგული დიპლომის მიღების შესაძლებლობა ექნებათ