„საქართველოს ბანკის“ ინოვაციური ბიბლიოთეკები ქმნის განათლებისა და შემეცნების შესაძლებლობას 18 000-ზე მეტი მოსწავლისთვის

„საქართველოს ბანკი“, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამისათვის, უკვე 10 წელზე მეტია, საგანმანათლებლო პროექტებს ახორციელებს და უჭერს მხარს. ამ მიმართულებით კი ბანკის პორტფელი 40-ზე მეტ ინიციატივას ითვლის.

მხოლოდ 2025 წელს, „საქართველოს ბანკმა“ 30 საგანმანათლებლო პროექტი განახორციელა, რომელთა მეშვეობით 300 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისთვის, ახალგაზრდა პროფესიონალისა და მასწავლებლისთვის შექმნა განათლების შესაძლებლობა.

მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ინიციატივა საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკები - იდეათეკებია.

მეექვსე წელია, საქართველოს ბანკი პარტნიორებთან ერთად, მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკებს - იდეათეკებს მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონის სკოლაში ხსნის, რითაც ახალგაზრდებს აძლევს წვდომას განათლების მისაღებად საჭირო ყველა რესურსზე.

ყოველი იდეათეკა აღჭურვილია 2000-ზე მეტი წიგნისგან დაკომპლექტებული მრავალფეროვანი ბიბლიოთეკით, პროექტორებითა და კომპიუტერებით. ამასთან, სივრცე მოსწავლეებს აძლევს წვდომას STEM კუთხეზე, რაც ეხმარება მათ, გაეცნონ STEM მიმართულების საფუძვლებს და გადადგან პირველი ნაბიჯები დიდი აღმოჩენებისკენ.

დღეისათვის საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკა ქვეყნის მასშტაბით 11 რეგიონის 25 სკოლაში ფუნქციონირებს და 18 000-ზე მეტი მოსწავლისთვის ქმნის ახალი აღმოჩენებისა და შემეცნების სივრცეს.

იდეათეკების პროექტი გრძელდება და ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით კიდევ არაერთი ინოვაციური ბიბლიოთეკის გახსნა იგეგმება.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge

(R)

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
ვიზიტორთა სავალდებულო დაზღვევამ „არდის“ მრავალწლიანი გამოცდილების პროდუქტზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა
სასტუმრო „პაბელონი“: თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ქართული მასპინძლობა
სესხის მართვა ერთი შეხებით: Scapp აპლიკაციას გადახდების ფუნქცია დაემატა
ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს ფრანგული დიპლომის მიღების შესაძლებლობა ექნებათ