ანდრეი სიბიგა - უკრაინა „ენერგეტიკულ რამშტაინს“ იწვევს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი სიბიგას განცხადებით, პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოს დავალებით, უკრაინა „ენერგეტიკული რამშტაინის“ შეხვედრას იწვევს.

მისი განმარტებით, შეხვედრაზე კიევი მოკავშირეებისგან ენერგეტიკის სექტორის მხარდასაჭერად დამატებითი შენატანებისა და კონკრეტული ვალდებულებების მიღებას ელის.

ასევე, მისი თქმით, უკრაინა, უახლოეს მომავალში, პარტნიორებისგან ენერგეტიკულ სექტორში დახმარების ახალ ორმხრივ პაკეტებს ელის. „ამ მიმართულებით ხვალ სიახლეები იქნება“, - დასძინა სიბიგამ.

ცნობისთვის, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა იულია სვირიდენკომ განაცხადა, რომ ყველა რეგიონულმა სამხედრო ადმინისტრაციამ და კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციამ მიიღეს ბრძანება, 24 საათის განმავლობაში ელექტროენერგიის მოხმარება შეამცირონ.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება
ვიზიტორთა სავალდებულო დაზღვევამ „არდის“ მრავალწლიანი გამოცდილების პროდუქტზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა
სასტუმრო „პაბელონი“: თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ქართული მასპინძლობა