ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი უკრაინაში იმყოფება, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ჩემთვის პატივი იყო კიევში მემასპინძლა ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველისთვის. მოუთმენლად ველით პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შინაარსიან მოლაპარაკებებს, რათა წინ წავწიოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა და სამშვიდობო ძალისხმევა“, - წერს უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
ამასთან, პეტრ პაველი სოციალურ ქსელში იუწყება, რომ უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში ჩეხეთის დაფინანსებით გარემონტებულ ლვოვის რეგიონალურ საავადმყოფოში იმყოფებოდა.