თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
მათი ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ერთ-ერთ იურიდიულ პირს გარკვეული თანხის სანაცვლოდ საზღვარგარეთ ტვირთის გადაზიდვის მომსახურებაზე შეუთანხმდა და მომსახურება სხვა კომპანიას დაუკვეთა, თუმცა დაზარალებულის მიერ გადახდილი თანხა ქვეკონტრაქტორ პირს არ მიაწოდა, შესაბამისად, ტვირთის ტრანსპორტირება არ განახორციელა, ხოლო დაზარალებულისგან მიღებული დიდი ოდენობის თანხა 34 493 ლარი ბრალდებულმა მოტყუებით მიისაკუთრა.
„გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული ერთ-ერთ უცხოურ კომპანიას ანაზღაურების სანაცვლოდ, საზღვარგარეთიდან იმპორტირებული სამედიცინო ტექნიკის სასაწყობე ფართებში განთავსების და ტვირთის მესამე ქვეყანაში გაგზავნის ორგანიზების მომსახურებაზე შეუთანხმდა, თუმცა არ შეასრულა შეთანხმებით გათვალისწინებული ქმედებები და დაზარალებულის მიერ ჩარიცხულ 17 035 ლარს მოტყუებით დაეუფლა.
დაზარალებულებისთვის მიყენებული ზიანი ჯამში 51 528 (ორმოცდათერთმეტი ათას ხუთას ოცდარვა) ლარს შეადგენს.
ბრალდებულიმოსამართლისგანჩინებისსაფუძველზედააკავეს. მასბრალდებასაქართველოსსისხლისსამართლისკოდექსის 180-ემუხლისმე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილიდიდიოდენობით) წარედგინა, რაცსასჯელისსახედდაზომად 9 წლამდეთავისუფლებისაღკვეთასითვალისწინებს”,- ნათქვამიაინფორმაციაში.