ვლადიმერ პუტინმა და ირანის პრეზიდენტმა ტელეფონით ისაუბრეს

რუსეთისა და ირანის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და მასუდ პეზეშკიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სატელეფონო საუბრის შედეგებს საზოგადოებას უახლოეს მომავალში გააცნობენ.

პესკოვმა აღნიშნა, რომ რეგიონში სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია და რუსეთის პრეზიდენტი მისი დეესკალაციის ხელშეწყობისთვის ძალისხმევას აგრძელებს.

კრემლის პრესსპიკერს დაუსვეს შეკითხვა, თუ რა დახმარების გაწევა სურს მოსკოვს ირანისთვის სიტუაციის ესკალაციის შემთხვევაში.

„რუსეთი უკვე ეხმარება არა მხოლოდ ირანს, არამედ მთელ რეგიონს, რეგიონული სტაბილურობისა და მშვიდობის საქმეში, მათ შორის პრეზიდენტის ძალისხმევის წყალობით, რომელიც მიზნად ისახავს დაძაბულობის დეესკალაციის ხელშეწყობას“, - აღნიშნა პესკოვმა.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება
ვიზიტორთა სავალდებულო დაზღვევამ „არდის“ მრავალწლიანი გამოცდილების პროდუქტზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა
სასტუმრო „პაბელონი“: თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ქართული მასპინძლობა