SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ

რეგიონიდან პირველი თაობა აშშ-ში, მსოფლიოს წამყვან, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობს - სრულად დაფინანსებულ 3-კვირიან ტრენინგზე ჩვენი ქვეყნიდან უკვე გაემგზავრა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ხუთი სტუდენტი, რომლებიც MIT-ის პროფესორებთან და წამყვან მენტორებთან ერთად, ეცნობიან ინოვაციების გლობალურ ცენტრსა და მსოფლიო დონის სტარტაპ ეკოსისტემას.

ხუთივე სტუდენტი, ნიკოლოზ გაგაძე, ზაალ ჭუმბურიძე, მედეა მერაბიშვილი, ლიკა უთურგაშვილი და გიორგი ცაგურიშვილი SEU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები არიან. ერთი მხრივ, თავიანთი მონდომებით, ცოდნითა და დაუღალავი შრომით და მეორე მხრივ, SEU-სა და MIT-ის ექსკლუზიური პარტნიორობის ფარგლებში შეძლეს, გამხდარიყვნენ ყველაზე პრესტიჟული ამერიკული უნივერსიტეტის გლობალური პროგრამის მონაწილეები, შეეძინათ კონტაქტები, გაცნობოდნენ ინოვაციების გლობალურ ცენტრსა და მსოფლიო დონის პროექტებს.

„ეს არის უნიკალური აკადემიური და პროფესიული გამოცდილება, რომელიც ჩვენს სტუდენტებს აძლევს ცოდნას, კონტაქტებს და ხედვას გლობალური წარმატებისთვის. SEU-ს სტუდენტებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ქართული ნიჭი და ენერგია საზღვრებს არ ცნობს“, - აღნიშნეს SEU-ში.

SEU-სა და MIT-ის გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში უნიკალური შესაძლებლობები ეძლევათ ლექტორებსაც, რომლებიც ჩვენი განათლების სისტემის ერთ-ერთი მთავარი გამწევი ძალაა და რომელიც პირდაპირ ამზადებს ახალგაზრდებს ადგილობრივი და მსოფლიო დასაქმების ბაზრისთვის.

MIT-ში უკვე გაემგზავრა SEU-ს აკადემიური პერსონალის მეორე ნაკადი, რომელიც GLEEN-ის (Global Leaders of the Entrepreneurship Educators Network) დამფუძნებლებთან (მსოფლიოს 7 ქვეყნიდან) ერთად მუშაობს ქსელის გაძლიერებაზე.

ვიზიტი ითვალისწინებს უმნიშვნელოვანეს საგანმანათლებლო აქტივობებსა და შეხვედრებს, რომელიც აკადემიურ პერსონალს შესძენს ახალ გამოცდილებას და პროფესიული განვითარებისთვის დამატებით შესაძლებლობებს შეუქმნის. კერძოდ, SEU-ს დელეგაცია უკვე შეხვდა Martin Trust Center for MIT Entrepreneurship-ის მმართველ დირექტორს, SEU-ს საპატიო დოქტორს ბილ ოლეტს, რომელთან ერთადაც განიხილეს ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების და სტარტაპ-აქსელერაციის ინიციატივების განვითარება MIT-ის საუკეთესო პრაქტიკებზე დაყრდნობით. აღსანიშნავია, რომ SEU-ში ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე უკვე წარმატებით არის დანერგილი MIT-ის მეთოდოლოგიით სწავლება, ასევე უწყვეტად მიმდინარეობს MIT-ის მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული პროგრამები, მიმდინარე თანამშრომლობა ახალ მასშტაბს იძენს და მიზნად ისახავს მეწარმეობის განათლების სისტემურ გაძლიერებასა და საერთაშორისო სტანდარტების ინტეგრირებას უნივერსიტეტის სხვა აკადემიურ მიმართულებებში. აღნიშნული კი თავის მხრივ, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენს ქვეყანაში მეწარმეობის განვითარებასა და ახალი კომპანიების შექმნაში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU ყველა დაინტერესებული სტუდენტისთვის ქმნის შესაძლებლობას, ჩაერთონ ანტრეპრენერულ პროექტებში და მიიღოს ამერიკული განათლება. პროექტების აღმოსაჩენად კი მიჰყევით ბმულს.

(R)

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება
ვიზიტორთა სავალდებულო დაზღვევამ „არდის“ მრავალწლიანი გამოცდილების პროდუქტზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა
სასტუმრო „პაბელონი“: თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ქართული მასპინძლობა