გოგიტა თოდრაძე - მიმდინარე წლის განმავლობაში ვგეგმავთ მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის დეტალური, საბოლოო შედეგების გამოქვეყნებას

მიმდინარე წლის განმავლობაში ვგეგმავთ მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის დეტალური, საბოლოო შედეგების გამოქვეყნებას, - ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც გასული წლის მონაცემები შეაჯამა და მიმდინარე წლის გეგმებზე ისაუბრა.

მისი თქმით, აღწერის საბოლოო შედეგების გამოქვეყნება ორ ეტაპად მოხდება.

„პირველ ეტაპზე, აპრილის ბოლოს გამოქვეყნდება მოსახლეობის რიცხოვნობის სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურა მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების მიხედვით, ივნისში უკვე დეტალური ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი, მათ შორის მოქალაქეობა და ეროვნება, აღმსარებლობა, ქორწინების მდგომარეობა, შიდა მიგრაცია, ემიგრაცია, დასაქმება, ეკონომიკური აქტივობა. სასოფლო-სამეურნეო აღწერის შედეგებს მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს გავასაჯაროებთ“,-განაცხადა თოდრაძემ.

ამასთან, გოგიტა თოდრაძის განმარტებით, სტატისტიკის ეროვნული სისტემის 4 - წლიანი სტრატეგია 3 პრიორიტეტულ მიმართულებას აერთიანებს.

„პირველი, გახლავთ მომხმარებელზე ორიენტირებული მაღალი ხარიხის სტატისტიკის წარმოება. მეორე გახლავთ ნდობისა და თანამშრომლობის გაძლიერება, მესამე ჩვენს მიერ წარმოებული მონაცემების ხელშეწყობა“, - განაცხადა თოდრაძემ.

მისი თქმით, სტატისტიკის ეროვნული სამსახური დღესაც აქტიურად იყენებს ხელოვნურ ინტელექტს და სამომავლოდაც გეგმავს კიდევ უფრო მეტად ქმედითი ნაბიჯები გადადგას ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების თვალსაზრისით.

„გასული წლის განმავლობაში ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესების, სტატისტიკის არეალის გაფართოების, ასევე სტატისტიკის გამოყენების, გაუმჯობესების თვალსაზრისით და კიდევ უფრო მეტად დავუახლოვდით საერთაშორისო სტანდარტებს და მსოფლიოში აღიარებულ საუკეთესო პრაქტიკას. მომხმარებლებს სხვადასხვა სახის პროდუქტებს და სერვისებს ვთავაზობთ. გასული წლის განმავლობაში ჩვენს მიერ მომზადდა 23 სტატისტიკური პუბლიკაცია. 263 პრესრელიზი გავრცელდა. ჩვენი ვებსაიტით მილიონ 191 ათასმა უნიკალურმა მომხმარებელმა ისარგებლა. მნიშვნელოვნად განვაახლეთ რეგიონული და მუნიციპალური სტატისტიკის პორტალები“,-განაცხადა თოდრაძემ.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება
ვიზიტორთა სავალდებულო დაზღვევამ „არდის“ მრავალწლიანი გამოცდილების პროდუქტზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა
სასტუმრო „პაბელონი“: თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ქართული მასპინძლობა