„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 20 იანვარს, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ აბონენტებს სოფელ დიღომში ხატაეთის, შერმადინის, ანდრონიკაშვილის, ნურადინ ფრიდონის, ცამეტი ასურელი მამის, ჰუგო ჰუბერტის, ვახუშტი ბატონიშვილის, ბერტა ფონ ზუტნერის და მიმდებარე ქუჩებზე, ჩალიპირებში.

11:00 საათიდან დან 12:00 საათამდე ძაბვა შეუწყდებათ აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ჭოპორტი, დავათი, მაღრანი, ნოკორნა და მიმდებარე სოფლებში. 12:00 საათიდან 13:00 საათამდე - სოფლებში ახატანი, ჭოპორტი, ბიწმენდი.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით გაითიშება მცხეთის რაიონის სოფლებში წილკანი, ფრეზეთი, წეროვანი, ერედა, ახალდაბა.

კომპანიის განმარტებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026