ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი პროფესიული ადაპტაციის კურსის თეორიული ნაწილის კურსდამთავრებულებს შეხვდა.
ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში ირაკლი ყანდაშვილმა მონაწილეებთან ერთად დეტალურად განიხილა კურსის განხორციელების პროცესში გამოვლენილი ძირითადი გამოწვევები და არსებული ხარვეზები, რომლებიც სასწავლო პროცესის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით სამომავლოდ იქნება გათვალისწინებული.
„ამჟამად პროფესიული ადაპტაციის კურსს მე-14 ნაკადი გადის. სამთვიანი თეორიული ნაწილის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსის მონაწილეები პრაქტიკულ ეტაპს მენტორ ადვოკატებთან ერთად გაივლიან, რომელიც ცხრა თვის განმავლობაში გაგრძელდება და მიზნად ისახავს პროფესიული უნარებისა და პრაქტიკული გამოცდილების გაღრმავებას.
ასოციაციის თავმჯდომარის ინიციატივით სასწავლო პროგრამების მონაწილეებთან მსგავსი სახის შეხვედრებს სისტემატური სახე მიეცემა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.