მიხეილ სააკაშვილი - გომელაურს გადაეცით, რომ მაგასაც ვიბარებ რუსთავში, უშიშროების საბჭოს სხდომაზე, მსურს ჩავუტარო თათბირი გამოცდილების გაზიარების კუთხით და მოვამზადოთ აქედან გაქცევის ერთობლივი გეგმა

გომელაურს გადაეცით, რომ მაგასაც ვიბარებ რუსთავში უშიშროების საბჭოს სხდომაზე,-ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გზავნილშია აღნიშნული, რომელიც მის „ფეისბუქზე“ გავრცელდა.

სააკაშვილი თავის პოსტში, 2021 წელს, მისი დაკავების შემდეგ, პრემიერ-მინისტრის, შს მინისტრისა და სუს-ის უფროსის მიერ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ამახვილებს ყურადღებას.

„მას შემდეგ რაც რუსებმა მიაწოდეს ამათ ინფორმაცია ჩემი ადგილსამყოფლის შესახებ და მე დამატყვევეს 2021 წლის 1 ოქტომბერს, ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და გომელაურის სამეულმა ჩაატარა საზეიმო ბრიფინგი.

ხოდა ახლა გომელაურს გადაეცით, რომ მაგასაც ვიბარებ რუსთავში უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

მსურს ჩავუტარო თათბირი გამოცდილების გაზიარების კუთხით და მოვამზადოთ აქედან გაქცევის ერთობლივი გეგმა“,- წერს მიხეილ სააკაშვილი.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება
ვიზიტორთა სავალდებულო დაზღვევამ „არდის“ მრავალწლიანი გამოცდილების პროდუქტზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა
სასტუმრო „პაბელონი“: თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ქართული მასპინძლობა